შინაარსზე გადასვლა

ლასლო ჩატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლასლო ჩატარი — ნაცისტური რეჟიმის სასტიკი დამნაშავე. ჩატარი ასრულებდა სლოვაკურ ქალაქ კოშიცას პოლიციის უფროსის მოვალეობებს. სიმონ ვიზენტალის ცენტრის მონაცემებით, ჩატარის მიუძღვის მთავარი წვლილი 1944 წელს ოსვენციმში სულ მცირე 15,7 ათასი ებრაელის გაგზავნაში.[1] ომის შემდეგ დამნაშავე გადავიდა კანადაში, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდა და თავს ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვით ირჩენდა, თუმცა 1995 წელს, ვინაობის გარკვევის შემდეგ, კანადამ ჩამოართვა მას მოქალაქეობა სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობისთვის.[1] კანადიდან დეპორტაციის შემდეგ ჩატარი აგრძელებდა ცხოვრებას ბუდაპეშტში 2012 წლამდე, სანამ სიმონ ვიზენტალის ცენტრმა იგი არ აღმოაჩინა ინფორმატორის დახმარებით. ჩეხოსლოვაკიის სასამართლომ ჩატარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.