შინაარსზე გადასვლა

ლარი (კატა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარი

ლარის ოფიციალური პორტრეტი
დაბადების თარიღი დაახლ. 2007 წლის იანვარი (18-19 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა mouser

ლარი (ინგლ. Larry; დ. იანვარი, 2007, დიდი ბრიტანეთი) — კატა, რომელსაც უფროსი მეთაგვის პოზიცია უკავია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგის ქუჩის 10-ში.

ლარის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კაბინეტის უფროსი მეთაგვის პოზიცია 2011 წლის 15 თებერვლიდან უკავია. ამ დროს იგი 4 წლის იყო. ამ დროისათვის იგი უკვე მესამე პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ ბორის ჯონსონს ემსახურება. ლარის წინამორბედი იყო სიბილი, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2007-2009 წლებში იკავებდა.[1]