ლანდო ნორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლანდო ნორისი (ინგლ. Lando Norris; დ. 13 ნოემბერი 1999) — ბრიტანელი და ბელგიელი[1] ავტომრბოლელი, რომელიც ამჟამად ფორმულა ერთში ასპარეზობს McLaren-ის გუნდში,[2] ბრიტანეთის სახელით.

2015 წელს მოიგო MSA Formula-ს ჩემპიონატი, 2016 წელს კი Toyota Racing Series, Formula Renault 2.0-ის ევროთასი და Formula Renault 2.0-ის ჩრდილოეთ ევროპის თასი. იმავე წელს მიიღო McLaren Autosport BRDC-ის ჯილდო. 2017 წელს შეუერთდა მაკლარენის ახალგაზრდა მრბოლელთა პროგრამას. მოიგო 2017 წლის FIA Formula 3-ის ევროპის ჩემპიონატი Carlin Motorsport-ის გუნდის სახელით. აღზევდა ფორმულა ორში (Carlin-ის გუნდით), სადაც 2018 წელს მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წელს ის გახდა McLaren-ის მრბოლელი. ფორმულა ერთში საპრიზო ადგილი (მე-3) პირველად 2020 წელს ავსტრიის გრან-პრიზე დაიკავა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდო ნორისი დაიბადა ბრისტოლში.[3] მამამისი არის ბრისტოლის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ასევე 501-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყანაში (2018 წლის მონაცემებით)[4]. ნორისის დედა არის ბელგიის ფლანდრიის რეგიონიდან. ნორისს ჰყავს ორი უმცროსი და და უფროსი ძმა ოლივერი, რომელიც 2014 წლამდე ასევე დაკავებული იყო კარტინგით.[5] ნორისს აქვს როგორც ბრიტანეთის, ისე ბელგიის მოქალაქეობა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]