ლამარა ბოკერია
იერსახე
ლამარა ბოკერია (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 13 ივლისი, 2019, იქვე)[1] — ქართველი სცენარისტი. პოეტ მუხრან მაჭავარიანის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1951-1952 წლებში მუშაობდა გამომცემლობაში ინგლისურ-ქართული ლექსიკონის კორექტორად; 1953-1969 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა რედაქციებში (პროპაგანდის, სოფლის მეურნეობის, საბავშვო გადაცემათა) რედაქტორად; 1968–1992 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ უფროს რედაქტორად, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად..
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენარის ავტორია ფილმების:
- გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ (1986) — დოკუმენტური
- უკანასკნელი ნახტომი (1977) — დოკუმენტური
- მომღერალი თიხა (1975) — დოკუმენტური
- სერგო ზაქარიაძე (1971) — დოკუმენტური
- შორია გურჯისტანამდე (1970) — დოკუმენტური
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ფილმების ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარდაიცვალა მუხრან მაჭავარიანის მეუღლე. ინტერმედია (14 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.