ლაკ-დე-მელოს ტბა
იერსახე
| ლაკ-დე-მელოს ტბა | |
|---|---|
ლაკ-დე-მელოს ტბა | |
| კოორდინატები: 42°12′47″ ჩ. გ. 9°01′21″ ა. გ. / 42.21306° ჩ. გ. 9.02250° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1710 მ |
| ფართობი | 0,065 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 16 მ |
ლაკ-დე-მელოს ტბა (ფრანგ. Lac de Melo; კორს. Lavu di Melu) — მყინვარული წარმოშობის ტბა საფრანგეთში. მდებარეობს კუნძულ კორსიკაზე, მის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე. ქალაქ კორტიდან 10 კილომეტრში. სარკის ფართობი დაახლოებით 0,065 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16 მ. წელიწადში 6 თვის განმავლობაში გაყინულია. გამდინარეა. ტბიდან გამოედინება მდინარე ტავინიანოს შენაკადი — რესტონიკა.[1]