ლაბირინთოდონტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბირინთოდონტები
Proterogyrinus NT.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ამფიბიები
ზერიგი: ლაბირინთოდონტები
ლათინური სახელი
Labyrinthodontia

ლაბირინთოდონტები (ლათ. Labyrinthodontia) — დიდი ზომის (5 მ სიგრძის) ნამარხი ამფიბიების ზერიგი. კბილის ჰორიზონტალურ კვეთში დენტინის შრე ლაბირინთის მსგავსად იყო დანაოჭებული. ცხოვრობდნენ დაჭაობებულ ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში, ზოგიერთი — ნაპირებზე. გავრცელებული იყვნენ გვიანდელი დევონურიდან ადრინდელი იურულ ეპოქამდე. ცნობილია ევროპიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები აგებულებით ახლოს დგანან ქვეწარმავლების წინაპარ ფორმებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]