შინაარსზე გადასვლა

ლაბირინთიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაბირინთიტი
დარგი ოტორინოლარინგოლოგია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 H81.2H83.0.
ICD-9 386.3
MedlinePlus 001054
Patient UK ლაბირინთიტი
MeSH D007762

ლაბირინთიტი (<ბერძ. labyrinth – ლაბირინთი, itis – ანთების აღმნიშვნელი ნაწილაკი) — ლაბირინთის ანთება. მიმდინარეობის მიხედვით ლაბირინთიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ლოკალიზაციის მიხედვით — შემოფარგლული და გავრცობილი (დიფუზიური), ანთების ხასიათის მიხედვით — სერიოზული და ჩირქოვანი. ჩვეულებრივ ლაბირინთიტი შუა ყურის ანთების — ოტიტის (უმეტესად ქრონიკული) გართულებაა. ახასიათებს თავბრუ, გულისრევა, წონასწორობის დარღვევა, ნისტაგმი. არაჩირქოვანი (სერიოზული) ლაბირინთიტი სათანადო მკურნალობის შემდეგ გაივლის ხოლმე. ჩირქოვანი ლაბირინთიტის შედეგად ქვეითდება სმენა.

ლაბირინთიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით ან შუა ყურში ჩირქოვანი კერის ქირურგიული მოცილებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]