ლაბეონი
იერსახე
მარკუს ანტისციუს ლაბეონი (ლათ. Marcus Antistius Labeo; დ. დაახლ. ძვ. წ. 50 — გ. 18) — რომაელი იურისტი. დააარსა რომის იურისტთა სკოლა, რომელსაც ლაბეონის მოწაფის პროკულუსის სახელის მიხედვით პროკულუსიანელთა სკოლა ეწოდა. იუსტინიანეს კოდიფიკაციაში შესულია ნაწყვეტები ლაბეონის მოწაფეთა თხზულებებიდან, რომლებშიც ლაბეონის მოსაზრებებია გადმოცემული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 95.