კურტრეს ბრძოლა (1302)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კურტრეს ბრძოლა.
ოქროს დეზების ბრძოლა

კურტრეს ბრძოლა ოქროს დეზების ბრძოლა — ბელგიის ქალაქ კურტრეს მახლობლად 1302 წლის 11 ივლისს საფრანგეთის ჯარებსა და ფლანდრიის სახალხო ლაშქარს შორის გამართული ბრძოლა. ფრანგებს სარდლობდა გენერალ-კაპიტანი გრაფი რობერტ II დ’არტუა, ხოლო ფლანდრიელებს ვილჰელმ ჟილიე.

საფრანგეთის მიერ ფლანდრიის დაპყრობამ (1300) და მეფისნაცვალთა მოძალადეობამ გამოიწვია სახალხო აჯანყება 1302 წელს. აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს კურტრეს, რომელსაც მეფის ჯარები მიადგა. ცხენოსან რაინდთა შეტევა ფლამანდიელმა ქვეითმა მოლაშქრეებმა უკუაგდეს. ბრძოლის შემდეგ შეაგროვეს 700 ოქროს დეზი, ამიტომ ამ ბრძოლას „დეზების ბრძოლა“ ეწოდა. საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზი იძულებული გახდა უარი ეთქვა ფლანდრიის დაპყრობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]