კუპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხეზე ნაკვეთ ამ სურათზე გამოსახულია კუპე ნიჩბით ხელში. მის ფერხთით ორი ზღვის არსებაა განთხმული.

კუპე (მაორი. Kupe) — მაორის მითოლოგიის წარმოდგენით, პოლინეზიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომელმაც ახალი ზელანდია აღმოაჩინა.

ლეგენდის მრავალრიცხოვანი ინტერპრეტაცია არსებობს, თუმცა „ორთოდოქსული“ ვერსიით კუპე იყო ჰავაიკის ტომის დიდი ბელადი, რომელიც ახალ ზელანდიაში ახალი წელთაღრიცხვის 925 წელს ჩამოვიდა. მას საკუთარი ბიძაშვილი ზღვაში სათევზაოდ გასულ ექსპედიციაში მიუტოვებია დასახრჩობად, შემდეგ კი მისი ცოლი კურამაროტინი მოუტაცია და მასთან ერთად დიდი კანოეთი გაქცეულა. მოგზაურობისას მათ მრავალი თავგადასავალი შეხვედრიათ, მრავალი მონსტრი და ზღვის ეშმაკი, მათ შორის დიდი ოქტოპუსი ტე ვეკე-ა-მუტურანგი, ბოლოს კი ახალი ზელანდია აღმოუჩენიათ. ჰავაიკიში დაბრუნებულ კუპეს თანამემამულეებისთვის მოუყოლია საკუთარი თავგადასავლების შესახებ და დაუყოლებია ისინი მასთან ერთად ახალ მიწაზე გადასახლებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • B.G. Biggs, ‘Kupe, Na Himiona Kaamira, o Te Rarawa’ Journal of the Polynesian Society, 66, (1957), 217–248.
  • R.D. Craig, Dictionary of Polynesian Mythology (Greenwood Press: New York, 1989).
  • D.R. Simmons, The Great New Zealand Myth: a study of the discovery and origin traditions of the Maori (Reed: Wellington) 1976.
  • D.R. Simmons, 'The Great New Zealand Myth' Art New Zealand No.4 (February–March 1977). URL: www.art-newzealand.com/Issues1to40/myth.htm, accessed 11 May 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუპე&oldid=3538007“-დან