კუდჯაგრიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაგარკუდიანები
Silberfischchen
Silberfischchen
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ჯაგარკუდიანები
ლათინური სახელი
Thysanura

კუდჯაგრიანები, ჯაგრკუდიანები (ლათ. Thysanura) — მაღალორგანიზებული პირველადუფრთო მწერების რიგი ფეხსასხსრიანთა ტიპისა. აქვთ წვრილი, წაგრძელებული სხეული (10-20 მმ სიგრძისა), მღეჭავი პირის ორგანო, წაგრძელებული ყბის საცეცები, მრავალნაწევრიანი გრძელი ულვაშები, სარბენი ფეხები. ფასეტურ თვალებს შორის 2-3 მარტივი თვალი აქვთ. პირის აპარატი მღრღნელი ტიპისაა. მუცელი 11 ნაწილადაა დანაწევრებული და 3 გრძელი ჯაგრისებრი ძაფით (2 ცერკი, 1 კუდის ძაფი) ბოლოვდება. ცოცხლობენ 3 წლამდე. გავრცელებული არიან ყველგან. ბინადრობენ ქვებს შორის, კლდეებზე, ნიადაგში, ჭიანჭველის ბუდეებში, სახლებში (ნესტიან ადგილებში). კუდჯაგრიანები მრავლდებიან კვერცხებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]