კრისტიანა ფ.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Christiane F.jpeg

კრისტიანა ფ. (ვერა კრისტიანა ფელშერინოვი; დ. 1962 წელი, 20 მაისი, ჰამბურგი) — ყოფილი ნარკომანი, რომელიც ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიული წიგნით „ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჰამბურგში, მაგრამ ოჯახთან ერთად დასავლეთ ბერლინში გადასახლდა. მამა მის დედას სცემდა და მშობლები დაშორდნენ. 12 წლის ასაკში კრისტიანამ დაიწყო მეგობრებთან ერთად ჰაშიშის მოწევა. LSD-სთან ცდებს მოჰყვა სხვადასხვა აბის მიღება და უფრო მძიმე ნარკოტიკები. ჰეროინის გასინჯვის შემდეგ, 14 წლის ასაკში იგი უკვე აქტიური ნარკომანი და მეძავიც იყო. დროის დიდ ნაწილს ატარებდა ზოოლოგიური ბაღის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც ოგივე სქესის წარმომადგენელ ნარკომანთა და მეძავეთა ნაწილად იქცა.

წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალ Stern-ის ორმა ჟურნალისტმა, კაი გერმანმა და ჰორსტ რიკმა კრისტიანას ინტერვიუ 1978 წელს, ბერლინში ჩაწერეს, როდესაც იგი გამოდიოდა მოწმის სახით ერთ-ერთი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს სთავაზობდა ჰეროინს სექსის სანაცვლოდ. ჟურნალისტები იკვლევდნენ ბერლინში მოზარდთა შორის ნარკოტიკების პრობლემას, რომელიც სერიოზული იყო, მაგრამ არ განიხილებოდა. 2 საათიანი ინტერვიუ იქცა 2 თვიან განხილვად, რომელიც ასახავდა ნარკომანებისა და მეძავების ცხოვრებას, რომელიც 1970-იან წლებში დასავლეთ ბერლინში მოზარდებმა საკუთარ თავზე გადაიტანეს. ინტერვიუს ნაწილი მთელი სერიის სახით გამოქვეყნდა Stern-ში. ვრცელი ხასიათის გამო ჟურნალის საგამომცემლო სახლმა მთლიანი მასალა გამოსცა წიგნის „ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“ სახით. იგი აღწერს კრისტიანას ცხოვრებას 1975-1978 წლებში, როდესაც გოგონა 12-15 წლის იყო. თხრობა პირველი პირის სახით მიმდინარეობს. პიროვნებებმა, რომლებიც კრისტიანას ცხოვრების მოვლენათა მოწმეებად იქცნენ, ასევე მიიღეს მონაწილეობა წიგნის შედგენაში. მასში ასევე საუბარია კრისტიანასა და სხვა ნარკომანთა ურთიერთობებზე, აღწერილია ბერლინში ნარკომანიის ტიპური ადგილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]