კრივდინის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრივდინის აგარაკი
Дача Кривдиной
კოორდინატები 60°06′17″N 29°57′18″E / 60.104661° ჩ. გ. 29.954981° ა. გ. / 60.104661; 29.954981
მდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება XX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810294000

კრივდინის აგარაკი (რუს. Дача Кривдиной) — ქალაქგარე აგარაკი სესტრორეცკში. არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს გრიგორიევისა და სადოვოის ქუჩების გადაკვეთაზე. მისამართი: სესტრორეცკი, გრეგორიევის ქუჩა 16/8.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინა ევგენის ასული კრივდინის ხის აგარაკი ააშენეს XX საუკუნის დასაწყისში მოდერნის სტილში. პროექტის ავტორის მხოლოდ გვარია ცნობილი, ესაა არქიტექტორი მოროზოვი. რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2001 წლის 10 ივლისის № 527 დადგენილებით (რომლის თანახმადაც აგარაკი შეიტანეს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში) არქიტექტორად მიჩნეულია ვინმე ვ. მოროზოვი. 1910-1911 წლებში სესტრორეცკში ააშენეს სახალხო სახლი ტექნიკოს-არქიტექტორ ფ. ე. მოროზოვის, ხოლო ტარხოვკაში არქიტექტორ ე. ლ. მოროზოვის პროეტების მიხედვით 1905-1906 წლებში ააშენეს ხის პანტელეიმონის ეკლესია[1]. ამ ორი არქიტექტორიდან შესაძლებელია ორივე ყოფილიყო კრივდინის აგარაკის ავტორი.

საბჭოთა პერიოდში აგარაკი საცხოვებელ სახლად გადააკეთეს, რომელშიც პანსიონატ „სესტრორეცკის“ მუშები ცხოვრობდნენ და თანდათან ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პერსპექტიული გეგმით გაამზადეს რესტავრაციისათვის, თუმცა 2018 წლის მდგომარეობთ რესტავრაცია არ დაწყებულა სახლის მაცხოვრებლების გაუსახლებლობის მიზეზით[2]. 2018 წლის ტებერვალში საკურორტო რაიონის პროკურორმა შენობა „ნორდ-ოტელის“ მფლობელს უჩივლა. სარჩელის მიზეზი იყო შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ მესაკუთრის დაუდევრობის შედეგად ძეგლი ნაწილობრივ განადგურდა. მომჩივანი ავალდებულებდა „ნორდ-ოტელის“ მფლობელს ექვსი თვის განმავლობაში ჩაეტარებინა საკონსერვაციო სამუშაოები, ხოლო 9 თვის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, გამოყენებისა და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტისათვის წარედგინა რემონტისა და რესტავრაციის დოკუმენტები, რომელსაც 20 თვის განმავლობაში უნდა გაეთვალისწინებინა აგარაკის სრული რესტავრაცია[3].

კრივდინის აგარაკი დახატა მხატვარმა სტას ბოროდინმა („ძველი აგარაკი სესტრორეცკში“). ნახატი გამოფინეს საკურორტო რაიონის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში 2006 წელს, ხოლო 2007 წელს გამოფენილი იყო ბერლინის გალერეა მუტცენმახერში[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кириков Б. М. (Отв. ред). Памятники истории и культуры Санкт-Петербурга, состоящие под государственной охраной. Справочник. — СПб.: НУК «Серебряный век», 2005. — С. 308. — 947 с. — ISBN 5-902238-27-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]