კრატერი (ჭურჭელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრატერი (მრავალმნიშვნელოვანი).
კრატერი

კრატერი (ძვ. ბერძნ. κεράννυμι [kerannymi] — „ვურევ“) — ანტიკური ხანის ლითონის ან თიხისაგან დამზადებული პირფართო, ორყურა, ქუსლიანი დიდი ზომის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნიული იყო ღვინისა და წყლის შესარევად. ძვ. წ. IX-V საუკუნეების თიხის კრატერები მოხატულია, ხოლო ლითონისა — რელიეფებით შემკული. გვხვდება ასევე რელიეფებით შემკული მარმარილოს კრატერებიც. მოხატული კრატერის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში აღმოჩენილია ფიჭვნარში (ქობულეთის რაიონი) ბერძენთა სამაროვნის გათხრისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]