კრასნუშკინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნუშკინის სახლი
რუს. Дом Краснушкина
კოორდინატები 47°12′38″N 38°56′11″E / 47.210556° ჩ. გ. 38.936389° ა. გ. / 47.210556; 38.936389
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი პროვინციული კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1871

კრასნუშკინის სახლი (რუს. Дом Краснушкина) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია 1871 წელს.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 37.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებულია სავარაუდოდ 1871 წელს. იგი ეკუთვნოდა ტაგანოგის საპატიო მოქალაქეს ზაქარია კრასნუშკინს, რომელიც იყო წარმოშობით კაზაკი და ჰქონდა გენერლის წოდება[1]. ტაგანროგის ცენტრში ზაქარია კრასნუშკინმა შეიძინა მიწა და იქ ააგო ორი ორსართულიანი სახლი პეტროვის შვიდში და მეორე მეზობლად პეტროვის 9-ში. სახლებს ერთმანეთისაგან ჰყოფდა ყალბი კარიბჭე, რომელიც სახლების საერთო ეზოში შედიოდა.

1871 წლიდან შენობაში განთავსებულია „პეტერბურგის მანუფაქტურული კომპანიის“ მაღაზიები. ვაჭრობდნენ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლით, სვიტერებით, ცხვირსახოცებითა და სხვადასხვა საქონლით[1].

1911 წელს სახლის ეზოში გახსნეს ტანსაცმლის სამკერვალო და ქიმწმენდა, რომელიც ეკუთვნოდა დანციგერს[1].

1926 წელს სახლის ნახევარი დაიკავა ვაჭარმა ნ. კ. ბოიაროვმა. 1928 წელს აქ განთავსებული იყო საკომისიო მაღაზია, 1931 წლიდან უნივერსალური მაღაზია. 1933 წელს კრასნუშკინის სახლში გახსნეს სავაჭრო დარბაზი საკავშირო გაერთიანება „ტორგსინი“[2].

2015 წლის 31 მაისს სახლის ფასადზე საერთო რუსული პროექტის „უკანასკნელი მისამართის“ ფარგლებში დააყენეს ნიშანი რეპრესირებული მ. მ. ბონდარენკოს პატივისცემის ნიშნად[3][4].

კრასნუშკინის სახლმა რევოლუციის, საბჭოთა ხელისუფლებისა და გარდაქმნის მოვლენების მიუხედავად დღემდე შემოინახა თავაპირველი სახე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრასნუშკინის სახლი ნაგებია აგურით. იგი ორსართულიანია და შელესილია. აშენებულია პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში მინიმალური არქიტექტურული ელემენტებით. პირველ სართულზე სამი კარი და ოთხი ფანჯარაა. მეორე სახლი საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მეორე სართულის ფასადზე შვიდი სწორკუთხა ფანჯარაა.

ცნობილი მობინადრეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.
  2. Пащенко И. Были-небыли Таганрога. — Таганрог: Лукоморье, 2011. — С. 280. — ISBN 978-5-902450-36-8.
  3. Собств. инф. Таганрог, ул. Петровская, 37 // www.poslednyadres.ru. — 2015. — 31 мая.
  4. Демидов А. Таганрог стал третьим городом проекта «Последний адрес» // www.ruffnews.ru. — 2015. — 31 мая.
  5. Ревенко Л. В. Бондаренко Михаил Маркович / Энциклопедия Таганрога. — Таганрог: Антон, 1998. — С. 198. — ISBN 5-88040-017-4.
  6. Емельянов С. Художница Краснушкина // www.proza.ru. — 2009. — 13 апр.
  7. Краснушкина Елизавета Захарьевна // Донская энциклопедия. — Таганрогː Айкен, 2015. — Т. 1. — С. 409. — ISBN 978-5-900948-17-1.