კრასნი-დესანტის მარიამ მაგდალინელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნი-დესანტის მარიამ მაგდალინელის ეკლესია
კრასნი-დესანტის მარიამ მაგდალინელის ეკლესია — რუსეთი
კრასნი-დესანტის მარიამ მაგდალინელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-დესანტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1858
დეტალები
მასალა ქვა

კრასნი-დესანტის მარიამ მაგდალინელის ეკლესია (რუს. Церковь Марии Магдалины) — მართლმადიდებლური ეკლესია ნეკლინოვის რიონის სოფელ კრასნი-დესანტში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, ხუტორი კრასნი-დესანტი, ოქტომბრის ქუჩა № 1-ა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესიის თანამედროვე სახე

ეკლესია ააგეს 1858 წელს ეგორ ბენარდაკის, რუსული ფეგატის „ფენიქსის“ კაპიტანის, რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის მონაწილის, ეროვნებით ბერძენის[2] , გიორგი ბენარდაკის შვილის ფინანსებით[3]. ეკლესია ემსახურებოდა სოფელ მარიევკას მრევლს. 1874 წლის შემდეგ მარიევკა გადავიდა იაკობ პოლიაკოვის მფლობელობაში და უწოდეს პოლიაკოვკა. 1899 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, უფასო, სახალხო ბიბლიოთეკა. სამოქალაქო ომის შემდეგ 1924 წელს სოფელს ეწოდა კრასნი-დესანტი. ეკლესია აკურთხეს წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელზე.

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ეკლესია დახურეს და გაძარცვეს. მასში კი განათავსეს საწყობი. ომის შემდგომ წლებში შენობაში განათავსეს ბილიარდის სახლი. 1960-იან წლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენნობაში გაეხსნა საცუარაო აუზი, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა და ნახევრად დანგრეული ეკლესია იდგა 1980-იანი წლების ბოლომდე.

1989 წელს კრასნი-დესანტის მოსახლეობამ გადაწყვიტა აღედგინა ეკლესია. სამუშაოები მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტებისა და მხარეთმცოდნეებიის გარეშე. 1993 წლის 1 იანვრის მონაცემებით ეკლესიის კედლები მთლიანად აღადგინეს, გადახურეს თუნუქის სახურავით და შეღებეს ლურჯად.

ამჟამად ეკლესია მოქმედია, მისი წინამძღვარია დანიელ დავიდენკო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]