კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი სემიკარაკორსკის რაიონი
ადგილმდებარეობა კოჩეტოვსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი http://kohram.pravorg.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება ??? — 1743
გარე სურათები
ეკლესიის ფოტო

კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი სემიკარაკორის რაიონის სოფელ კოჩეტოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, სემიკარაკორის რაიონი, სოფელი კოჩეტოვსკაია, სანაპიროს ქუჩა № 7[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც კონსისტორიის არქივის ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, 1720 წელს სტანიცაში უკვე იყო ხის ეკლესია, რომელიც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი და იქ მოღვაწეობდა მღვდელი ფედოტ ზახაროვი. მონაცემები იმის შესახებ თუ როდის ააგეს იგი არ მოგვეპოვება.

ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ნაკურთხი ახალი ხის ეკლესია, რომლის გვერდითა საკურთხეველიც წმინდა ნიკოლოზის სახელზე იყო ნაკურთხი ააშენეს 1743 წელს და მომდევნო წელს აკურთხეს. 1758 წელს კოჩეტოვსკაიის მკვიდრმა მოსახლეობამ მიმართა ვორონეჟის სასულიერო კონსისტერიას და მოითხოვეს ახალი ეკლესიის აშენება, რადგანაც ძველი ამინდის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. ახალი, რიგით მესამე (ესეც ხის) ეკლესია ააშენეს 1762 წელს და აკურთხეს 1763 წელს. ეს ეკლესია მოქმედება 1816 წლამდე, მანამდე სანამ იგი დაიწვებოდა. სოფლის მაცხოვრებლებმა ააშენეს სამლოცველო სახლი, რომელიც აკურთხეს 1817 წლის 20 ივლისს. მომდევნო წელს დაიწყეს ქვის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1825 წელს და აკურთხეს 1827 წლის 27 სექტემბერს. აღნიშნული ეკლესია მოქმედებს დღემდე. ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ნაკურთხია ეკლესიის ცენტრალური საკურთხეველი, ხოლო დანარჩენი ორი პეტრესა და პავლეს და წმინდა ნიკოლოზის სახელზე.

კოჩეტოვსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და სამოქალაქო ომს. იგი გახდა სემიკარაკორსკის რაიონში ერთადერთი ეკლესია, რომელიც კომუნისტების დროს არ დაიხურა. მასში არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. 1942 წელს ეკლესიის სამრეკლოს გერმანული ბომბი დაეცა. ომის დროს ეკლესიამ დაკარგა ზარები. სტანიცის გერმანული ოკუპაცია გრძელდებოდა 1942 წლის აგვისტოდან 1943 წლის იანვრამდე. გათავისუფლების შემდეგ ეკლესია ისევ ამოქმედდა. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში 1963 წლიდან 1967 წლამდე იგი დახურული იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ეკლესიის აღორძინება. მრევლის შემოწირულობით ეკლესია შიგნიდან კეთილმოაწყვეს, დადგეს კანკელი. ასევე შემოღობეს და კეთილმოაწყვეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]