კოფრჩხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოფრჩხილა
Falcaria vulgaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  კოფრჩხილა
ლათინური სახელი
Falcaria [Riv.] Fabr., 1759, nom. cons.

კოფრჩხილა (ლათ. Falcaria) — მრავალ, ორ- ან ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.

გვარში ერთადერთი (ძველი კლასიფიკაციებით 4–5) სახეობაა[1]ჩვეულებრივი კოფრჩხილა (Falcaria vulgaris). გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება საქართველოშიც. 20–60 სმ სიმაღლის ორწლოვანი ბალახია. გვხვდება მშრალ მდელოზე, ქვიან ფერდობზე, ტყის პირზე, ველზე, გზის პირზე. ნათესების (ძირითადად საგაზაფხულო კულტურების) სარეველაა. ნორჩ ფოთლებს ხარშავენ და საკაზმად ან მხალად იყენებენ, ამწნილებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Falcaria Fabr.. catalogueoflife.org. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021