კოსმოსური ჯემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კოსმოსური ჯემი
ჟანრი კომედია, ანიმაცია
რეჟისორი ჯო პიტკა
სცენარის ავტორი ლეო ბენვენუტი, სტივ რუდნიკი, ტიმოტი ჰარისი
როლებში მაიკლ ჯორდანი, დუეინ ნაიტი, ბილი უესტი, დენი დევიტო, ტერეზა რენდლი
მუსიკა ჯონ პაუელი
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • ნოემბერი 15, 1996 (1996-11-15)
ხანგრძლივობა 88 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 80 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 230 400 000 აშშ დოლარი

კოსმოსური ჯემი (ინგლ. Space Jam) — 1996 წლის ამერიკული ანიმაციური სპორტული კომედია რომლის ავტორია ჯო პიტკა და თამაშობს კალათბურთიელი მაიკლ ჯორდანი.[1] ფილმში გადმოცემულია ალტერნატიული ისტორია, თუ რა მოხდა მას შემდეგ რაც მაიკლ ჯორდანი კალათბურთიდან და იწყებს ბეისბოლის თამაშს (1993–1994). 1995 წელს ჯორდანი ბრუნდება კალათბურთში. სადაც იგი ეხმარება Looney Tunes-ს უცხოპლანეტელთა საკალათბურთო გუნდის დამარცხებაში. ფილმში თამაშობენ და ფილმს ახმოვანებენ: უეინ ნაიტი, ტერეზა რენდლი, ბილ მიურეი და სხვ.

ფილმი გამოშვებული იქნა 1996 წლის 15 ნოემბერს Warner Bros.-ის მიერ.[2] ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა და მსოფლიოს მასშტაბით 230 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

2021 წლის 16 ივლისს დაგეგმილია, ფილმის მეორე ნაწილის „კოსმოსური ჯემი: ახალი მემკვიდრეობა სადაც ითამაშებს ლებრონ ჯეიმსი.[3]

ფილმა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში შესაძლო 10 ქულიდან 6,4 დაიმსახურა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს პატარა მაიკლ ჯორდანი ეუბნება მამას, რომ მას სურს ჩრდილოეთ კაროლინის კოლეჯში სწავლა და ამ კოლეჯის საკალათბურთო გუნდში თამაში. შემდეგ კი სურს მოხვდეს NBA-ში. შემდგომ ფილმში იწყება ჯორდანის კარიერის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მომენტების გაშვება, ვხვდებით მომენტებს უმაღლესი სკოლიდან, კოლეჯიდან, 1984 და 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადებიდან. ეს გრძელდება 1993 წლამდე, ამ პერიოდში ჯორდანი ჩიკაგო ბულზში თამაშობს. 1993 წელს ჯორდანი მართავს პრეს-კონფერენციას და აკეთებს განცხადებს საკალათბურთო კარიერის დასრულების და ბეისბოლში წასვლის შესახებ. ბეიზბოლში ჯორდანი პოპულარულია, მაგრამ ის არ თამაშობს მაღალ დონეზე. სადღაც კოსმოსში ერთ-ერთ პლანეტაზე მდებარეობს გასართობი პარკი. რადგან „მორონის მთების“ რეიტინგი თანდათან ეცემა, მისი მფლობელი სვაცკამერი დედამიწაზე აგზავნის თავის ხელქვეითებს რათა დედამიწიდან წამოიყვანოს Looney Tunes და აქციოს ის ახალ ატრაქციონად. უცხოპლანეტელები ჩამოდიან დედამიწაზე და მიდიან ლუნი თუნსის სამყაროში. ლუნი და მისი მეგობრები მათ კალათბურთის თამაშს თავაზობს და დამარცხების შემთხვევაში თანახმანი არიან წაყვნენ პლანეტაზე. უცხოპლანეტელები მაგიის წყალობით იზრდებიან სიმაღლეში და მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი ხდება. მათ წაართვეს ძალა და ნიჭი NBA-ს კალათბურთელებს.

ბილ მიურეისთან და ლარი ბირდთან ერთად გოლფის თამაშისას, ჯორდანის ჩაგდებული ბურთი ფოსოში იჭედება, ჯორდანი ხელს ყოფს ფოსოში რა დროსაც ის ჩაითრიეს და მოხვდა ლუნი თუნსის სამყაროში. ბაგსი უხსნის ჯორდანს სიტუაციას. ჯორდანი თანხმდება მათთან ერთად თამაშს და ისინი ქმნიან გუნდს „თუნსის შემადგენლობა“. მდედრი კურდღელი ლოლა ბანი, ვისზეც ბაგსი შეყვარებულია ემატება გუნდს. ჯორდანმა ბაგსი და დაფი დაკი გააგზავნა თავის სახლში რათა მათ მისთვის საკალათბურთო ფეხსაცმელები მიეტანათ. როდესაც ისინი სახლში მივიდნენ შეხვდნენ ჯორდანის შვილებსა და ძაღლს, ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სამყაროში. ამ დროს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთი კალათბურთელი გაურკვეველი მიზეზების გამო დასუსტდა, რამაც მსოფლიო მასშტაბით პანიკა გამოიწვია. გადადების პრევენციის მიზნით სეზონი დახურულად გამოცხადდა. მოთამაშეები ცდილობენ თავიანთა ძალა დაიბრუნონ. ისინი ვარჯიშობენ, იკეთებენ ანალიზებს, დადიან ფსიქოლოგიურ თერაპიებზე და მიდიან ეკლესიაში, ცოდვების მოსანანიებლად, მაგრამ არაფერი იცვლება. მატჩის დღეს მონსტრებმა მოახერხეს პირველივე მეოთხედში მოეპოვებინათ დამაჯერებელი უპირატესობა, რამაც თუნსის გუნდის მორალურ მდგომარეობაზე აისახა. მესამე მეოთხედის დაწყების წინ ბაგსი იძახის რომ აქვს ელექსირი და ასმევს მას გუნდის თითოეულ წევრს, მაგრამ სინამდვილეში „ელექსირი“ უბრალო წყალია. მიუხედავად ამისა გუნდმა დაუჯერა ბაგსს. მესამე მეოთხედში დომინანტები იყვნენ თუნსის გუნდის წევრები. ტაიმაუტის დროს ჯორდანი უცხოპლანეტელებთან გარიგებას დებს, თუ უცხოპლანეტელები დამარცხდებიან, მათ უნდა დაუბრუნონ ძალა კალათბურთელებს და წავიდნენ საკუთარ პლანეტაზე, ხოლო თუნსის გუნდის დამარცხების შემთხვევაში ჯორდანი მიჰყვება უცხოპლანეტელებს პლანეტაზე, სადაც იქნება ატრაქციონი სიცოცხლის ბოლომდე.

შეხვედრის დასრულებამდე ათი წამით ადრე ტუნსის გუნდი ერთი ქულის სხვაობით აგებდა. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა დაშავდა მონსტრების უხეში თამაშის გამო, რის გამოც გუნდში მხოლოდ ჯორდანი, ბაგი, ლოლა და დაფი დარჩნენ. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება მიურეი. ბოლო წამებზე მიურეიმ გადაცემა გაუკეთა ჯორდანს, ბაგსმა ურჩია მას რომ გაწელილიყო, ვინაიდან ფიზიკის კანონები ანიმაციურ სამყაროში არ მოქმედებდა. ჯორდანი ბოლო წამებზე ტენის ბურთს ფარში და ტუნსის გუნდი იმარჯვებს. ჯორდანი დაინახავს როგორ ეჩხუბება სვაცკამერი უცხოპლანეტელებს, ის მიდის მათთან და ახსენებს პირობას. ჯორდანი ხვდება ძალადაკარგულ კალათბურთელებს და უბრუნებს მათ ძალას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Belize has new Films Commissioner“. channel5belize.com. თებერვალი 11, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2014.
  2. Space Jame. ციტირების თარიღი: December 12, 2016.
  3. Pedersen, Erik. (February 21, 2019) Warner Bros Dates 'Space Jam 2', Shifts 'Annabelle' Sequel & 'Godzilla Vs. Kong'. Deadline. ციტირების თარიღი: February 21, 2019.