კოსმოკომიკური ამბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კოსმოკომიკური ამბები“
Le cosmicomiche
ავტორი იტალო კალვინო
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
ჟანრი იუმორისტული, სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Giulio Einaudi
გამოცემის თარიღი 1965
მომდევნო T zero

კოსმოკომიკური ამბები (იტალ. Le cosmicomiche) 一 იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს თორმეტი მოთხრობისგან შემდგარი კრებული, რომელიც პირველად იტალიურად, 1965 წელს გამოიცა, ხოლო სამი წლის შემდეგ ინგლისურადაც ითარგმნა. მოთხრობები თავიდან, დამოუკიდებელი სახით, პერიოდულად გამოცემოდა გაზეთებში Il Caffè და Il Giorno, 1964-1965 წლებში, ხოლო შემდგომში, უკვე სრული სახით, გამომცემლობა Einaudi-მ გამოსცა. თითოეული ისტორიის ცენტრს გარკვეული „მეცნიერული ფაქტი“ (რომელთაგან უამრავი სიცრუეა) წარმოადგენს, რომლის გარშემოც ყალიბდება მოთხრობის სათქმელი. მოთხრობათა მთავარ მთხრობელად ერთგვარი მარადიული არსება, სახელად ქფვფქ, გვევლინება, გარდა ორი მოთხრობისა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]