კორინთის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორინთის არხი

კორინთის არხი (ბერძ. Διώρυγα της Κορίνθου) — სანაოსნო არხი საბერძნეთში, აერთებს ეგეოსისა და იონიის ზღვებს. გაჭრილია კორინთის ყელზე 1881–1893 წლებში. ფაქტობრივად არხმა პელოპონესის ნახევარკუნძული კუნძულად აქცია. სიგრძე 6,3 კმ, სიღრმე 8 , სიგანე 24,6 მ. ატარებს 5000 ტონამდე წყალწყვის ხომალდებს. არხი 200-ზე მეტი კმ-ით ამოკლებს გზას საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთამდე. 1944 წელს მოიშალა; აღდგა 1948 წელს. გემების მოძრაობა მონაცვლეობით ცალმხრივია. არხს კვეთს საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Коринфский канал // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 313.