კორდისკბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორდისკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Euphasia

კორდისკბილა (Euphasia) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ნახევრად პარაზიტი ბალახებია.

200-მდე, უმეტესად პოლიმორფული სახეობა გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე მალაის არქიპელაგის მთებში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში.

საქართველოში 19 სახეობა იზრდება, მათ შორის 7 საქართველოს და 5 კავკასიის ენდემია. Euphasia stricta, ისევე როგორც კორდისკბილას მრავალი სხვა სახეობა, ძირითადად მარცვლოვნების ფესვების პარაზიტთა და ზოგჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს მდელოს მოსავლიანობას. საქართველოში ყველგან გვხვდება, უმეტესად ალპურ სარტყელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქელაძე ი., ქსე, ტ. 5, გვ. 663, თბ., 1980