კონტრაპოსტი
იერსახე
კონტრაპოსტი (იტალ. contrapposto — საწინააღმდეგო, მოპირისპირე), სახვით ხელოვნებაში, ფიგურის გამოსახვის ხერხი, რომელიც გულისხმობს სხეულის ერთი ნაწილის მდგომარეობის დაპირისპირებას მეორე ნაწილის მდგომარეობასთან (მაგ. ადამიანის სხეულის ზედატანი გამოსახულია შებრუნებულად, ქვედატანი კი - ფრონტალურად).
კონტრაპოსტი დინამიკით ავსებს ფიგურის ფორმათა რიტმს, გადმოსცემს მოძრაობას ან დაძაბულობას, აძლიერებს ფიგურის სამგანზომილებიანობას, ამასთანავე არ არღვევს ფორმათა საერთო წონასწორობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 648.