კონსტანტინე ბეთანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე ბეთანელი (დ. 24 ნოემბერი, 1932, თბილისი — გ. 2007) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.

1959–1979 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში მომავლის საწარმოთა ლაბორატორიის გამგე. მისი შრომები ეხება ახალი ტექნიკურ–ეკონომიური დონის შახტების შექმნის თეორიულ საფუძვლებს და მეთოდოლოგიას. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიას, ნახშირის ამოღების მეთოდებს საწმენდ სანგრებში ადამიანის ყოფნის გარეშე, ქანების მასივის მდგომარეობის მართვას სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვების დროს, ბუნებრივი რესურსების კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას და ამ დარგში სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის მიმართულებათა პროგნოზირებას. მეცნიერი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების დარგში. 1976 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 1981 წლიდან პროფესორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქანების მასივის მდგომარეობის მართვა : სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლების სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის ნაწ. 1 თბილისი, განათლება, 1982 გვ. 691

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.თბ., 1997 გვ. 390. წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.თბ., 2001, გვ. 193

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]