კონდა (ირტიშის შენაკადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონდა
რუს. Конда
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ტიუმენის ოლქი
ქალაქები ურაი
მარჯვენა შენაკადები ევრა, კუმა
მარცხენა შენაკადები მულიმია, ბალშოი-ტაპი, იუკონდა, კამა
სათავე 61°26′44″ ჩ. გ. 64°29′48″ ა. გ. / 61.44556° ჩ. გ. 64.49667° ა. გ. / 61.44556; 64.49667
შესართავი ირტიში
60°42′23″ ჩ. გ. 69°40′13″ ა. გ. / 60.70639° ჩ. გ. 69.67028° ა. გ. / 60.70639; 69.67028
სიგრძე 1097 კმ
აუზის ფართობი 72,8 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ირტიშიობიკარის ზღვა
წყლის ხარჯი (მინ.) 36,1 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 327 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 1220 მ³/წმ
კონდა (ირტიშის შენაკადი) — რუსეთი
კონდა (ირტიშის შენაკადი)
კონდა (ირტიშის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი

კონდა (რუს. Конда) — მდინარე რუსეთში, ტიუმენის ოლქში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში; ირტიშის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1097 კმ, აუზის ფართობი 72,8 ათ. კმ². მიედინება დასავლეთ ციმბირის ვაკის დასავლეთ განაპირა მხარეს. ძლიერ დაკლაკნილია. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყალი. ახასიათებს ხანგრძლივი წყალდიდობა. წყლის საშუალო ხარჯი სოფელ ალთაისთან — 327 მ³/წმ,[1] შესართავიდან 164 კმ-ში — 231 მ³/წმ, უდიდესი — 1220 მ³/წმ, უმცირესი — 36,1 მ³/წმ.[2] გაყინულია ოქტომბრის ბოლოდან – ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე – მაისის დასაწყისამდე. მთავარი შენაკადებია: ევრა, კუმა (მარჯვენა); მულიმია, ბალშოი-ტაპი, იუკონდა, კამა (მარცხენა). კონდის აუზში მრავალი ტბაა (საერთო ფართობი 541 კმ²). აქ მდებარეობს შაიმის ნაავთობის საბადო.[2] სანაოსნოა შესართავიდან 744 კმ-ზე. დასაცურებელია. მდინარეზეა გაშენებული ქალაქი ურაი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Конда // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 15.
  2. 2.0 2.1 Конда // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.