კოდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდონი (მაკოდირებელი ტრინუკლეოტიდი) — გენეტიკური კოდის ერთეული, ნუკლეოტიდური ნაშთების სამეული (ტრიპლეტი) დნმ-ში ან რნმ-ში. როგორც წესი, აკოდირებენ ერთი ამინომჟავის ჩართვას. კოდონების თანმიმდევრობა გენში განსაზღვრავს ამინომჟავების თანმიმდევრობას ცილის პოლიპეპტიდურ ჯაჭვში, რომელსაც ეს გენი აკოდირებს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ოთხი სხვადასხვა ნუკლეოტიდი (ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი), კოდონების საერთო რაოდენობა ტოლია 64-ის (4³), რომელთაგან 61 აკოდირებს განსაზღვრულ ამინომჟავებს, ხოლო დარჩენილი 3 კოდონი (UGA, UAG და UAA) იტყობინება პოლიპეპტიდური ჯაჭვის ტრანსლაციის დასასრულის შესახებ და ეწოდება სტოპ-კოდონები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rolf Knippers: Molekulare Genetik. 8. neubearbeitete Auflage. Georg Thieme Verlag, New York NY u. a. 2001, ISBN 3-13-477008-3.