კოდალას აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კოდალას აკადემია“
დევიზი „ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იცოდეთ“
შეიქმნა 2010 წელს
ტიპი საგანმანათლებლო
მიზანი საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების გავრცელების ხელშეწყობა.
მდებარეობა საქართველო
ენა ქართული
კოდალას აკადემია

„კოდალას აკადემია“ — ვირტუალური აკადემია, რომელიც „ინოვაციური განათლების ფონდმა“ 2010 წელს დააარსა. პროექტის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ასევე სკოლის მოსწავლეებისათვის მეტი შესაძლებლობების შექმნა ცოდნის გაღრმავებისთვის, პიროვნული განვითარებისა და მომავალი კარიერისთვის.

„კოდალას აკადემია“ მსოფლიოში აღიარებული სალმან ხანის აკადემიის ქართული ანალოგია. ის მოიცავს ვიდეო-გაკვეთილებს სხვადასხვა საგნიდან, განსაკუთრებული ყურადღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ენიჭება. ვიდეო-გაკვეთილები და ექსპერიმენტების ამსახველი ვიდეოები წარმოდგენილია ქართულ ენაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]