კლივლენდ კავალიერსის მთავარი მწვრთნელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლივლენდ კავალიერსი (ინგლ. Cleveland Cavaliers) (აგრეთვე ცნობილი როგორც კავს) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში. მათ დაიწყეს თამაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 1970 წელს, როგორც დამატებითი გუნდი. კავალიერსი ამჟამად ცენტრალური დივიზიონის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. საშინაო მატჩებს გუნდი ქუიქენ ლოანს არენაში ატარებს.

გუნდის ისტორიაში 18 მწვრთნელი იყო. გუნდის პირველი მწვრთნელი ბილ ფიტჩი იყო, რომელიც გუნდს სათავეში 9 სეზონის განმავლობაში ედგა. ფიტჩია რის გუნდის ყველა დროის ლიდერი ყველაზე მეტი რეგულარული მატჩის ჩატარებით მწვრთნელობის რანგში (738). ლენი უილკინსი არის გუნდის ყველა დროის ლიდერი რეგულარულ სეზონში გამარჯვებებით (316), მაიკ ბრაუნი არის გუნდის ყველა დროის ლიდერო პლეი-ოფში ჩატარებული მატჩით (71), პლეი-ოფში გამარჯვებული მატჩით (42) და რეგულარული სეზონის მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებლით (.663). ჩაკ დელი და ლენი უილკინსი არიან მხოლოდ ის კავალიერსის მწვრთნელები, რომლებიც არჩეული იქნან კალათბურთის დიდების დარბაზში, როგორც მწვრთნელი. ფიტჩი და დელი ასევე დასახელებული არიან NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის NBA ისტორიაში. ფიტჩი და ბრაუნი არიან კავალიერსის მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებმაც შეძლეს წლის მწვრთნელის ჯილდოს მოგება. ბრაუნი და დილეინი NBA სამწვრთნელო კარიერა კავალიერსში დაიწყეს.

მნიშვნელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
W% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო[a]
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო კავალიერსში
არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ჩაკ დელი გუნდს 41 მატჩის განმავლობაში ედგა სათავეში, იგი გაშვებული იქნა გუნდიდან 1981-82 წლების სეზონში.
რენდი უიტმენი კავალიერსს 2 სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში.

სტატისტიკა შესწორებულია 2010-2011 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ

# სახელი წლები[b] GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 ბილ ფიტჩი 1970-1979 738 304 434 .412 18 7 11 .389 1975–76 წლის მწვრთნელი
ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
2 სტენ ელბეკი 1979-1980 82 37 45 .451
3 ბილ მუსელმენი 1980-1981 71 25 46 .352
4 დონ დილეინი* 1981 26 7 19 .269
5 ბობ კლოპენბურგი 1981 3 0 3 .000
6 ჩაკ დელი † 1981-1982 41 9 32 .220 ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
ბილ მუსელმენი 1982 15 4 11 .267
7 ტომ ნისეილკი 1982-1984 164 51 113 .311
8 ჯორჯ კარლი 1984-1986 149 61 88 .409 4 1 3 .250
9 გენ ლიტლზი 1986 15 4 11 .267
10 ლენი უილკინსი 1986-1993 574 316 258 .551 41 18 23 .439 ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
11 მაიკ ფრეტელო 1993-1999 460 248 212 .539 14 2 12 .143
12 რენდი უიტმენი 1999-2001 164 62 102 .378
13 ჯონ ლუკასი 2001-2003 124 37 87 .298
14 კეით სმარტი 2003 40 9 31 .225
15 პოლ სილასი 2003-2005 146 69 77 .473
16 ბრენდენ მელოუნი 2005 18 8 10 .444
17 მაიკ ბრაუნი 2005-2010 410 272 138 .663 71 42 29 .592 2008–09 წლის მწვრთნელი
18 ბაირონ სკოტი 2010-დღემდე 82 19 63 .232

აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • a კავალიერსის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
  • b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]