კლერმონის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კლერმონის საბჭო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაპი ურბან II მიმართავს ყრილობის მონაწილეებს.

კლერმონის საეკლესიო კრება — საეკლესიო კრება, რომელიც რომის პაპმა ურბან II-მ მოიწვია საფრანგეთის ქალაქ კლერმონში (ამჟამად კლერმონ-ფერანი) 1095 წლის 18 ნოემბერს სასულიერო-ადმინისტრაციული და სასულიერო-პოლიტკური საკითხების გადასაწყვეტად. კრებას დაესწრო დიდი რაოდენობით კათოლიკე სასულიერო პირი და ასევე მრავალი საერო პირიც (ძირითადად რაინდები). კრებამ ეკლესიიდან განდევნა საფრანგეთის მეფე ფილიპ I, რომელმაც ცოლი მიატოვა და ხელმეორედ იქორწინა 1092 წელს. კრების დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში 26 ნოემბერს საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა რა ამით მათი ცოდვების განტევებას, ვალების ჩამოწერას და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]