კლეოპატრა IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლეოპატრა IV (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα; დ. დაახლ. ძვ. წ. 138-135 — გ. ძვ. წ. 112) — ეგვიპტის დედოფალი ძვ. წ. 116-115 წლებში. პტოლემე IX-ის მეუღლე. მეორე ქორწინების დროს მისი ქმარი იყო ანტიოქე IX.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლეოპატრა იყო პტოლემე VII-ისა და კლეოპატრა III-ის შვილი. პტოლემე IX-ის, პტოლემე X-ის, კლეოპატრა სელენა I-ისა და ტრიფენის და. დაახლოებით ძვ. წ. 119-118 წლებში ცოლად გაჰყვა სკუთარ ძმას პტოლემე IX-ს. ძვ. წ. 115 წელს კლეოპატრა III-მ ქორწინება გააუქმა და მასზე დააქორწინა თავისი მეორე შვილი, კლეოპატრა IV-ის და კლეოპატრა სელენა I.

კლეოპატრა გაიქცა ეგვიპტეში ხოლო შემდეგ კვიპროსში სადაც ცოლად გაყვა ანტიოქე IX-ს. მან დაარწმუნა ანტიოქე IX, რომ დაეწყო ომი თავის ბიძაშვილთან ანტიოქე VIII-სტან სამეფო ტიტულისათვის, თუმცა იგი ტყვედ ჩაიგდეს. გაიცა ბრძანება რომ მოეკლათ კლეოპატრა დაფნის ტაძარში, რომელიც მდებარეობს არც ისე შორს ანტიოქიიდან. კლეოპატრას მოაჭრეს ხელები, რომლითაც ის ეჭიდებოდა საკურთხეველს და გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]