კლაუდია აბრეუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია აბრეუ

კლაუდია აბრეუ 2019 წელს
მშობლიური სახელი Cláudia Abreu
დაბადების თარიღი 1970 დეკემბერი, 10 (10-12-1970) (2013 წლის)
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ეროვნება ბრაზილიელი
მოქალაქეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ალმა-მატერი რიო-დე-ჟანეიროს პაპის კათოლიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
სცენარისტი
აქტიური 1986-დღემდე
ცნობილი ნაშრომები მუცლის გაქირავება
მეამბოხე წლები
ცნობილი სახეები
ურიცხვი შარმი
სიმაღლე 164 სმ
მეუღლე(ები) ჟოზე ენრიკე ფონსეკა (იქ. 1997)

კლაუდია აბრეუ ფონსეკა (პორტ. Cláudia Abreu Fonseca, დ. 12 ოქტომბერი, 1970, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სამსახიობო დებიუტი 1986 წელს Rede Globo-ს სერიალში ტელე თემა შედგა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში ჰიპერტენზია, სადაც ითამაშა ლუზიას როლი, რომელიც მე-100 ეპიზოდში იღუპება. მალევე ის სერიალ სხვა-ს სამსახიობო ჯგუფს შეუერთდა. კლაუდია აბრეუმ პოპულარობა ტელენოველებში, მინისერიალებში, სერიალებში და TV Globo-ს სპეციალურ გადაცემებში მონაწილეობით მოიპოვა. 1988 წელს მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ სატელევიზიო გადაცემაში ოქროს გლობუსი, სადაც მსახიობი იზაბელა გარსია ჩაანაცვლა. მისი სატელევიზიო კარიერა სერიალებში და გადაცემებში მონაწილეობის გამო, ასევე თეატრსა და კინოში მოღვაწეობის და დედობის გამო გარკვეული წყვეტებით ხასიათდებოდა.

1989 წელს მან ითამაშა დიდი წარმატების მქონე ფილმში როგორი მეფე ვარ მე?, სადაც პრინცესა ჟულიეტი განასახიერა, რომელიც ლამბადას ცეკვავდა და XVIII საუკუნის შუა პერიოდში მინი-კაბითაც კი გამოჩნდა, რითაც მაყურებელს თავისი კომედიური მხარე დაანახა. 1990 წელს კლაუდიამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის, მოცეკვავე კლარას ცხოვრებით იცხოვრა ტელესერიალიდან მუცლის გაქირავება. 1992 წელს ის მინისერიალ მეამბოხე წლების გადამღებ ჯგუფს შეუერთდა, როგორც ახალგაზრდა მებრძოლი ელოიზა. ფილმში ის გათამამებულ და მდიდარ გოგონას განასახიერებს, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაში ერთვება და 1964 წლის სამხედრო გადატრიალებისთვის იბრძვის. მინისერიალში განსახიერებულმა პერსონაჟმა კლაუდია აბრეუს სან-პაულუს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მოუტანა საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის[1]. 1994 წელს ის გამოჩნდა ტელესერიალში ჩემი სამშობლო, ხოლო მოგვიანებით ტელენოველებში რვაწლიანი მონაწილეობის შემდეგ, მან შემოქმედებითი შვებულება აიღო. 1995 წლიდან დაწყებული სერიალებში ცხოვრება როგორიც არის..., პირადი ცხოვრების კომედია და მინისერიალებში კანუდუსის ბრძოლა და ლაბირინთი კლაუდია მხოლოდ ეპიზოდურ როლებში გამოჩნდა. ამ პაუზის განმავლობაში მან თავი მთლიანად კინოს მიუძღვნა. 1997 წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ტიეტა. სონია ბრაგასთან და მარილია პერასთან ერთად მან ლეონორას როლი ითამაშა. მომდევნო წელს კინოთეატრებში მისი კიდევ რამდენიმე ნამუშევარი გამოჩნდა: ეს რა არის ამხანაგო?, სადაც ის პარტიზან რენეს განასახიერებს, ამერიკელ ალან არკინთან და ედ მორტთან ერთად სიბელის როლში, რომელმაც მას მაიამის კინოფესტივალზე კრისტალის ლინზის ჯილდო მოუტანა. ამავე პერიოდში, კინოს პარალელურად ის სცენაზეც დაბრუნდა და ითამაშა პიესებში მეთორმეტე ღამე და სამი და.

1999 წელს ის ტელევიზიაში დაბრუნდა და ითამაშა თეთრკანიანი მონის ოლივია ქსავიერის როლი სერიალში სურვილის ძალაუფლება. 2001 წელს კლაუდია ბარონესა მარია ლუიზას როლით გამოჩნდა ფილმში ბეიკერ სტრიტის სამბა. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წელი იყო, რადგან ამ დროს მას რეჟისორ ჟოზე ენრიკე ფონსეკასთან პირველი შვილი მარია მაუდი შეეძინა. ამის გამო მან პროფესიული საქმიანობა შეამცირა და მორიგ შემოქმედებით შვებულებაში გავიდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო გადაღებები ფილმში წლის ადამიანი. ამ ფილმს წყვილისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის სწორედ მისმა ქმარმა გადაიღო და სცენარისთვის რუბემ ფონსეკას ჯილდოც დაიმსახურა, რომელიც კლაუდიას მამამთილია. 2002 წელს მონაწილეობდა მინისერიალში ჯოჯოხეთის ხუთი ნაწილი ბრაზილიის იმპერატორის პედრუ I-ის მეუღლის ამალია ლოიხტენბერგელის როლში. მან ასევე ითამაშა ბრაზილიურ საგზაო ფილმში მსოფლიოს შუაში. ფილმი მოგვითხრობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ოჯახის შესახებ, რომელიც უკეთესი ცხოვრების საპოვნელად, ველოსიპედებით რიო-დე-ჟანეიროში მიდის.

კლაუდია 2005 წელს

შემდეგ წელს ის კვლავ დაბრუნდა ტელევიზიაში სერიალით ცნობილი სახეები, სადაც ახალგაზრდა ქალბატონის მარია კლარა დინიზის (მალუ მადერი) დაუძინებელი მტრის, ვერაგი ლაურა პრუდენტე და კოსტას როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ლაურა მსახიობის კარიერაში პირველი ბოროტმოქმედი იყო, მან საზოგადოებაში დიდი წარმატება მოიპოვა, რისთვისაც კლაუდიამ ქალის საუკეთესო როლისთვის კონტიგოს პრემია დაიმსახურა. კლაუდიას მძაფრად გამოხატული იუმორის გამო, პერსონაჟი პოპულარული და ყველასთვის საყვარელი გახდა. იმავე წელს, ტაბლანდოში საკუთარი წამოწყებების პატივისცემის ნიშნად, მისი პროდიუსერობით დაიდგა მარია კლარა მაჩადოს კლასიკური პიესა პატარა მოჩვენების პლუფტი. 2006 წელს კლაუდიამ შეთავაზება მიიღო ფილმში უიღბლოები გლორიას როლზე ფრანგი მსახიობი კლარა ბელარი ჩაენაცვლებინა. ფილმის გადაღებები რიო-დე-ჟანეიროსა და ნიუ-იორკში მიმდინარეობდა და მასში როდრიგო სანტორო, ანჟელუ პაეს ლემე და სხვები მონაწილეობდნენ. ფილმში გადმოცემულია ხუთი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფის ისტორია 60-70-იან წლებში, მათი ბრძოლა წარმატებისთვის და პირადი დრამები. ფილმი კინოეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა და კლაუდიას ქალის საუკეთესო როლისთვის QUEM-ის პრემია გადაეცა[2]. ტელევიზიაში ის Rede Globo-ს მორიგი შედევრით ბელისიმათი დაბრუნდა, სადაც მთავარი გმირის, ყოფილი ქუჩის გოგოს ვიქტორიას როლი მოირგო. ვიქტორია ცოლად მილიონერ პედრო ასუმფსაოს მიჰყვება და მასთან ერთად საბერძნეთში აპირებს ცხოვრებას. მთავარ გმირს სერიოზული წინააღმდეგობა ბიჭის ბებიისგან, ბია ფალკაოსგან ხვდება.

1992 წელს მინისერიალში მეამბოხე წლები ჟილბერტო ბრაგასთან დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ, 2007 წელს ის პირველად გამოჩნდა ავტორთან ერთად დოკუმენტურ ფილმში ტაბლადო და მარია კლარა მაჩადო, რომელიც დრამატურგსა და მის მიერ შექმნილ თეატრზე მოგვითხრობს. მისი შემდეგი ნამუშევარი იყო სამი და, სადაც მან დორას როლი ითამაშა. 2012 წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. მან ტელესერიალში ურიცხვი შარმი ტექნობრეგის მომღერლის, კომიკური ბოროტმოქმედის შაიენის როლი ითამაშა[3]. მსახიობმა სიმღერის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული რათა დუბლირება აეცილებინა[4] და ასევე საკუთარი თავის ორგანიზება მოეხდინა შვილების მისახედად, რადგან ფილმის გამო მან დეკრეტული შვებულება შეწყვიტა[5]. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში ნიღბიანი დანტისტი, სადაც ცნობილი ტელემსახიობის ლეონას როლი ითამაშა[6][7][8][9]. 2014 წელს მან რეჟისორების ფილიპე მიგესის და იზაბელ დე ოლივეირას ერთობლივ ნამუშევარში ბრაზილიის თაობა ამერიკელი მსახიობის პამელას როლი ითამაშა. მთავარი გმირი ჯეკის (ლუის კარლოს მიელე) შვილი და მეგანის (იზაბელ დრუმონდი) დედაა, დაქორწინებულია ჟონასზე (მურილუ ბენისიუ). ფილმში ასევე მონაწილეობს ტიტინა მედეიროსი[10][11][12]. 2016 წელს სერიალში სიყვარულის კანონი მთავარი გმირი ელო ითამაშა, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობაში იყო პედროსთან (რეინალდო ჯანეკინი)[13]. 2017 წელს საბავშვო სერიალში ვალენტინები მისი, როგორც სცენარისტის დებიუტი შედგა[14]. 2017 წელს მსახიობმა ასევე ითამაშა სერიალში აკრძალული ქალაქი.

კინოში 2017 წელს ფილმით ბილიკი დაბრუნდა. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო ლუის ალფრედო გარსია-როშას წიგნის მიხედვით, ალან ფიტერმანის მიერ შექმნილ ფილმში ბერენისის ძებნა[15].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს დაამთავრა რიო-დე-ჟანეიროს პაპის კათოლიკური უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. კლაუდია აბრეუ დაქორწინებულია რეჟისორ ჟოზე ენრიკე ფონსეკაზე და ჰყავს ოთხი შვილი მარია, ფელიპა, ჟოზე ჟოაკიმი და პედრო ენრიკე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება პერსონაჟი
1986 ტელე თემა
ჰიპერტენზია ლუზია
1987 სხვა მარია ჟოზე დე მატოსი (ზეზინია)
1988 ოქროს გლობუსი წამყვანი
Fera Radical ანა პაულა ფლორესი
1989 როგორი მეფე ვარ მე? პრინცესა ჟულიეტ დე ავილანი
1990 მუცლის გაქირავება კლარა რიბეირო
1992 მეამბოხე წლები ელოიზა ანდრადე ბრიტო [16][1]
1993 Caso Especial
1994 ჩემი სამშობლო ალის პროენსა პელეგრინი ლაპორტი
1995 პირადი ცხოვრების კომედია ედნა
დიანა
1996 კლარისი
ცხოვრება როგორიც არის... სხვადასხვა პერსონაჟები
1997 კანუდუსის ბრძოლა ლუიზა
1998 Mulher მხედველობა დაქვეითებული
ლაბირინთი ლილიანი
1999 Força de um Desejo ოლივია შავიერი
2001 Os Normais ანა
Brava Gente
2002 ჯოჯოხეთის ხუთი ნაწილი ამალია ლოიხტენბერგელი
2003 ცნობილი სახეები ლაურა პრუდენტე და კოსტა
2004 Sitcom.br სხვადასხვა პერსონაჟები
Casseta & Planeta, Urgente! თვითონ
2005 ბელისიმა ვიტორია როჩა ასუმფსაო / ვიტორია გიუნეი მოურა
2007 Dicas de um Sedutor ადრიანა
2008 სამი და დორა ჟეკიტიბა აკილა
2012 ურიცხვი შარმი ჟოსილეია იმბუზეირო მიგონი (შაიენი)[17]
2013 ნიღბიანი დანტისტი ლეონა
2014 ბრაზილიის თაობა პამელა პარკერ-მარა
2016 სიყვარულის კანონი ელოიზა მარტინსი (ელო)
2017–18 ვალენტინები ალის ვალენტიმი
2017 აკრძალული ქალაქი ლიდია
2019 As Vilãs que Amamos თვითონ[18]
Verão 90 ჟოსილეია იმბუზეირო მიგონი (შაიენი)[19]
2020 Desalma იგნეს სკავრონსკი ბურკო[20][21]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება პერსონაჟი
1996 Tieta do Agreste ლეონორა კანტარელი[22]
1997 O Que É Isso, Companheiro? რენე
Guerra de Canudos ლუიზა
Ed Mort სიბელი
2001 O Xangô de Baker Street ბარონესა მარია ლუიზა
2003 O Homem do Ano კლედირი
O Caminho das Nuvens როუზი
2007 O Tablado de Maria Clara Machado თვითონ[23]
2008 Os Desafinados გლორია
2011 Todo Mundo Tem Problemas Sexuais თვითონ[24]
2014 Rio, Eu Te Amo ფელისია[25]
2017 O Rastro ოლივია კოუტინიუ[26]
2018 Berenice Procura ბერენისი[27]
2020 Silêncio da Chuva ბია[28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Cláudia Abreu. Memória Globo. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2012.
  2. Claudia Abreu comemora prêmio e término da faculdade. Quem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2012.
  3. VEJA. De olho na classe C, Globo transforma Claudia Abreu em Barbie tecnobrega. Veja Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-29. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2012.
  4. Claudia Abreu faz aulas de canto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2012.
  5. Cláudia Abreu revela que ainda não se sente segura ao cantar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-14. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2012.
  6. Famosa! Veja 5 celebridades na pele de Cláudia Abreu. notícias em Baú TV - Vídeo Show. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2018.
  7. Chayene e Penha - O Retorno! Cláudia Abreu em O dentista mascarado. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2013.
  8. Patrícia Kogut. Cláudia Abreu será atriz famosa em 'O Dentista Mascarado'. O Globo. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2014.
  9. F5 - Colunistas - Zapping. Cláudia Abreu fará uma participação em "O Dentista Mascarado". Folha de S.Paulo. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2014.
  10. Pamela Parker-Marra - Personagens - Geração Brasil. Personagens > Geração Brasil. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2014.
  11. No papel de atriz milionária, Cláudia Abreu encara protagonista. Extras - Geração Brasil. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2014.
  12. Dupla de sucesso! Cláudia Abreu e Titina repetem parceria em cena divertida. Extras - Geração Brasil. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2014.
  13. Cláudia Abreu revela o visual de sua personagem na próxima novela das 9. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2016.
  14. De volta às novelas, Cláudia Abreu investe ainda em série infantil. O Globo. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2017.[მკვდარი ბმული]
  15. Berenice Procura - Crítica. omelete. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2018.
  16. Atriz Claudia Abreu chega aos 40 anos; veja sua trajetória.
  17. O Dia. 'Cheias de Charme': Juíza condena Chayene a faxinar Borralho e cantora explode de raiva. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-09. ციტირების თარიღი: 2021-03-08.
  18. As Vilãs que Amamos. Globosat. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2020.
  19. Naian Lucas. Chayene de "Cheias de Charme" é a nova aposta de "Verão 90". Na Telinha. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2019.
  20. 'Desalma'. GShow. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2020.
  21. Após adiamentos, GloboPlay programa estreia de 'Desalma' para outubro. UOL. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2020.
  22. Cinemateca Brasileira, Tieta do Agreste [https://archive.today/20130423000437/http://cinemateca.gov.br/bases/?FILMOGRAFIA-003260 დაარქივებული 2013-04-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links [em linha]]
  23. "O tablado de Maria Clara Machado" é o documentário de hoje. Tribuna do Norte. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
  24. "Todo Mundo Tem Problemas Sexuais" traz histórias cômicas do teatro com Pedro Cardoso e Claudia Abreu. Uol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-31. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2018.
  25. 'Rio, Eu Te Amo' traz reencontros de atores e diretores - GQ. GQ. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2018.
  26. 'O Rastro' promete aquecer gênero de horror no cinema nacional. Assiste Brasil. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2018.
  27. Atriz Cláudia Abreu discursa na estreia de Berenice Procura. Festival do Rio. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2018.
  28. Silêncio da Chuva - Novo filme de Daniel Filho tem Lázaro Ramos e Cláudia Abreu no elenco. Plano extra. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.