კლავიკორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლავიკორდი

კლავიკორდი — სიმებიან-კლავიშებიანი საკრავი, ფორტეპიანოს ერთ-ერთი წინამორბედი ინსტრუმენტი.

შუა საუკუნეებში ევროპაში სიმებიან–კლავიშებიანი საკრავები გამოიგონეს, რომელთა აჟღერება დარტყმის შედეგად იყო შესაძლებელი. ამგვარი საკრავებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლავიკორდი და კლავესინი. კლავიკორდი ოთხკუთხა ყუთის ფორმის საკრავი იყო, რომლის სიმებსაც ქვემოდან ლითონის თხელი ფირფიტები ურტყამდა. იგი ძალიან დაბალ ხმას გამოსცემდა.

კლავესინი საკმაოდ დიდი ინსტრუმენტი იყო, გარეგნულად თანამედროვე როიალს ჰგავდა, რომლის გრძელი სიმების აჟღერება ფრინველის ფრთით იყო შესაძლებელი. კლავიკორდთან შედარებით კლავესინი მაღალ და მკვეთრ, ადვილად გასარჩევ ბგერებს გამოსცემდა.

ამ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონებას მრავალი ადამიანი იბრალებდა და დღემდე გაურკვეველია, რომელ მათგანს ეკუთვნის კლავესინისა და კლავიკორდის იდეა. ერთი რამ კი ცხადია — ორივე ინსტრუმენტი ერთსა და იმავე დროს შეიქმნა.

მე-18 საუკუნეში, როდესაც ახალი სახის (ექსპრესიული) ნაწარმოებები იქმნებოდა, საჭირო გახდა კლავიშებიანი ინსტრუმენტის გამოგონება, რომელსაც კლავესინივით მაღალი და ძლიერი ბგერები ექნებოდა. ახალი დავალების შესრულება იტალიელმა გამომგონებელმა და ოსტატმა ბართლომე კრისტოფორიმ ითავა. მან კლავესინს შეუერთა კლავიკორდის ჩაქუჩიანი მექანიზმი. მიღებულ ახალ ინსტრუმენტში პატარა ხის ჩაქუჩებს ტყავი გადააკრა.

კრისტოფორიმ თავის გამოგონებას უწოდა კლავესინი ჩუმი და მაღალი ხმით, შემოკლებით კი ფორტეპიანო (ფორტე – ხმამაღლა, პიანო – ჩუმად). მას, თავისი წინამორბედი საკრავებისაგან განსხვავებით, ძლიერი და სუსტი ბგერების გამოცემა შეეძლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: