კიტაგავა უტამარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უტამაროს მიერ დახატული ქალი და კაცი

კიტაგავა უტამარო (იაპ. 喜多川 歌麿) (დ. 1753, კავაგოე — გ. 31 ოქტომბერი , 1806, ედო, ახლანდელი ტოკიო) — ხეზე შესრულებული ფერადი გრავიურების იაპონელი ოსტატი და ფერმწერი. უკიიო-ე-ს სკოლის წარმომადგენელი. მუშაობდა ედოში, ქმნიდა მოხელეთა ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს, პეიზაჟებს (გრავიურების ალბომი "წიგნი მწერებზე", 1788). სახელი გაითქვა გეიშებისადმი მიძღვნილი ნამუშევრებით (გრავიურების ალბომი "იოსივარის მწვანე სახელების წელიწდეული", 1804). უტამაროს დახვეწილმა პოეტურმა შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა იაპონური გრავიურისადმი XIX საუკუნის ევროპელი მხატვართა ინტერესის გაღვიძებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]