კირსტინ მეიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კირსტინ მეიერი
დაბ. თარიღი 12 ოქტომბერი 1861(1861-10-12)[1] [2]
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი 1941(1941-09-28)[1] [2] (79 წლის)
გარდ. ადგილი Hellerup[3]
მოქალაქეობა Flag of Denmark.svg დანია[3]
სამეცნიერო სფერო ფიზიკა[3]
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[3]

კირსტინ მაიერი (დ. 12 ოქტომბერი, 1861, სკებრეკი, დანია — გ. 28 სექტემბერი, 1941, კოპენჰაგენი[4]) — დანიელი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირსტინ ბიერუმი (ქალიშვილობის გვარი) დაიბადა 1861 წლის 12 ოქტომბერს სკებრეკიში (დანია), ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე. კირსტინი მერიერი გარხდა 1885 წელს, როცა ცოლად ა. მეიერს გაჰყვა. კირსტინ მეირს პატარა ასაკშივე იყო დაინტერესებული ცოდნის მიღებით. კოპენჰაგენში ჩასვლისთანავე იგი ღებულობდა კერძო გაკვეთილებს ფიზიკასა და მათემატიკაში. 1882 წელს კირსტინმა ჩააბარა გამოცდა, რათა სკოლაში სწავლების უფლება მიეღო. 3 წლის შემდეგ იგი გახდა ფიზიკა-მათემატიკის კურსებისთავისუფალი მსმენელი. ნახსენები კურსები დაამთავრა 1892 წელს და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1885-1930 წლებში მაიერი ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას კოპენჰაგენის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს მან შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

კირსტინ მეიერმა, როგორც პედაგოგმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა დანიაში. მას იწვევდნენ საგამოცდო და საატესტაციო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მალევე გახდა დანიის სახალხო განათლების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. კრისტინ მეიერმა დიდი ამაგი დასდო საკუთარ ძმიშვილს — ნ. ნიერუმს. ბიერუმს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული როგორც გამოჩენილი ფიზიკოსსა და ფიზიკოს-ქიმიკოსს. მეცნიერებისადმი სიყვარული ბეირუმს სწორედ მამიდამ, კრისტინმეიერა გაუღვიძა. მის მიერ ნაჩუქარმა წიგნმა („ზოგადი ქიმიის კურსმა“) დიდი როლი შეასრულა მომაალი გამოჩენილი მეცნიერების ცხოვრების გზის არჩევაში.

კრისტინ მეიერმა ჩაატარა დიდი მუშაობა მრავალი ორგანული ნივთიერებისა და ორთქლის დრეკადობის პრეციზიული განსაზღვრისათვის. მიღებულ შედეგებზე მან დიდხანს იმუშავა, რათა მონაცემები ისეთი სახით წარმოედგინა, რომ ყველა შესწავლილი სითხის თვისებები გამოსახული ყოფილიყო უნივერსალური ფორმულებითა და მრუდებით. მისმა კვლევებმა დაიმსახურა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ოქროს მედალი. აგრეთვე ამავე გამოკვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოუპოვა მეცნიერს.

კირსტინ მეიერს სურდა მრავალრიცხოვანი მონაცემები ერთიან, უნივერსალურ თანაფარდობაზე დაეყვანა. ამისათვის მან შემოიტანა „თავისი“, უნდა ითქვას საკმაოდ ხელოვნური ერთეულები. შემდგომში მან ბევრმა მეცნიერმა მიბაძა (თუმცა საბოლოოდ გამოირკვა, რომ ეს მეთოდი ჩიხით მთავრდება).

კირსტინ მეიერმა მეცნიერული მუშაობა საკუთრივ ფიზიკური გამოკვლევებით დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა საკითხის მიმართაც იჩენდა ინტერესს. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ იდეებისა და მეთოდების ისტორიით, რომელსაც ეს გამოკვლევები ეყრდნობოდა. ასეთი გზით შექმნილ იქნა მისი პირველი ისტორიულ-ფიზიკური გაომკვლევა — „ტემპერატურის გაგება“. სწორედ ამ ნაშრომისათვის მას 1909 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. საკუთარ მეცნიერულ-ისტორიულ გამოკვლევებს იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგრძელებდა. განსაკუთრებული დამსახურება აქვს მას საკუთარი სამშOბლოსათვის — დანიისათვის. მეიერმა შეისწავლა გამოჩენილი დანიელი ფიზიკოსის ერსტედის ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა, ასევე მისი უდიდესი აღმოჩენის, ელექტრული დენის მაგნიტური მოქმედების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა მისი შრომების ფუნდამენტური სამტომეული.

1902 წელს საფუძველი ჩაუყარა გაზეთს („ფიზიკის ტეიდსხრიფტ“) დანიაში და 10 წელის მისი რედაქტორი იყო. ამ გაზეთში აქვეყნება იგი საკუთარ ახალ მიღწევებს.

კირსტინ მეიერი გარდაიცვალა 1941 წლის 28 სექტემბერს, კოპენჰაგენში. მის მიერ შექმნილმა ჟურნალმა პატივი სცა თავის პირველ რედაქტორს სპეციალური სამგლოვიარო ნომრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 31-34, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #141945109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 890. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  4. Marilyn Bailey Ogilvie, Joy Dorothy Harvey, Meyer-Bjerrum, Kirstine, The Biographical Dictionary of Women in Science: L–Z, Routledge, 2000, pp. 890–891; ISBN 0-415-92040-X