კილო (გრამატიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კილოზმნის გრამატიკული კატეგორია, რომელიც გამოხატავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატული მოქმედებისადმი. სხვადასხვა ენაში კილოების რაოდენობა სხვადასხვაა[1]. ძირითადად გამოიყოფა 3 კილო:

  • თხრობითი — მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც ნამდვილ ფაქტს, რომელიც ხდება ლაპარაკის მომენტში, ან მოხდა, ან მოხდება მომავალში:ვაშენებ, ააშენა. ავაშენებ.
  • კავშირებითი — ზმნით აღნიშნულ მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც სასურველს ან რაიმე პირობაზე დამოკიდებულს:ვაშენებდე, ააშენო.
  • ბრძანებითი — მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს ვინმესთვის: ააშენე! ააშენოს!

ქართულ ენაში თხრობითი კილო ყველაზე მდიდარია ფორმებით[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 516.