კვიპროსის ეროვნული გვარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კვიპროსის ეროვნული გვარდია
Flag of Cyprus.svg
P90 Cyprus.jpg
კვიპროსის ეროვნული გვარდია
Εθνική Φρουρά, Ethnikí Frourá
დაარსდა 1964 წელს
შტაბი ნიქოზია, კვიპროსი
ხელმძღვანელობა
სარდალი გენერალ-ლეიტენანტი სტილიანოს ნასი
გენერალური შტაბის მეთაური ბრიგადის გენერალი გეორგიოს კარაგიანისი
შემადგენლობა
მოქმედი 12 000 + 750 გასამხ.
სარეზერვო 75 000
ინდუსტრია და დანახარჯები
საგარეო მომწოდებლები ისრაელის დროშა ისრაელი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: რუსეთი რუსეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: ბრაზილია ბრაზილია

კვიპროსის ეროვნული გვარდია (ბერძნ: Εθνική Φρουρά, Ethnikí Frourá; თურქ: Kıbrıs Ulusal Muhafızları), ასევე ცნობილია, როგორც ბერძნული „კვიპროსის ეროვნული გვარდია” ან მოკლედ „ეროვნული გვარდია” — კვიპროსის გაერთიანებული კომბინირებული შეიარაღებული ძალები. ეროვნული გვარდიის მისიაა შეინარჩუნოს კვიპროსის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები, ასევე სპეციალურ რაზმი, სამოქალაქო უწყებები და გასამხედროებული ძალები.

საბერძნეთი კვიპროსზე ინარჩუნებს სამხედრო გარნიზონს სახელწოდებით: ELDYK ან „ბერძნული ძალები კვიპროსზე” (ბერძნ: Ελληνική Δύναμη Κύπρου, აბრევიატურა: ΕΛΔΥΚ ან ΕΛ.ΔΥ.Κ.), მაგრამ ეს არ არის კვიპროსის რესპუბლიკის სახელმწიფო ძალები და უპირველეს ყოვლისა ემსახურება ნატო-ის ძალების მიერ კვიპროსის ეროვნულ გვარდიის წვრთნასა და მომზადებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: