კვაისის ტყვია-თუთიის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვაისის ტყვია-თუთიის საბადო მდებარეობს ჯავის რაიონში. განლაგებულია წედის-ახსარჯინის ანტიკლინის ჩრდილოეთ ფრთისა და თაღის გამკვეთ რღვევებში. მადნეული სხეულები (ძარღვები და მეტასომატური ბუდობები) რთული ფორმისაა. მადანი მასიური, ბრექჩიული და ზოლებრივი ტიპისაა. მინერალური შედგენილობა: სფალერიტი, გალენიტი, პირიტი, მარკაზიტი, კალციტი, ქალცედონი, ბარიტი და სხვა. საბადო ჰიდროთერმულია, წარმოქმნილია ზედაპირთან ახლოს, დაბალი ტემპერატურისა და მცირე წნევის პირობებში. გამადნების ასაკს კაინოზოურად ვარაუდობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]