კეხვის წინა დედაღვთისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეხვის წინა დედაღვთისა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხვში. აგებულია განვითარებულ ფეოდალურ ხანაში.

მცირე ზომის, დარბაზული ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. მისი კედლები 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის და ფლეთილი ქვა.

აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. მის კუთხეებში ორი სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერი ამოვსებულია ნანგრევი ქვებით. ეკლესიის ჩრდილოეთი ფასადი მთლიანად დაფარულია ფერდობიდან ჩამოშლილი მიწით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აბსიდში შენახულია რელიეფური ფილის ფრაგმენტი (შესაძლებელია კანკელის ქვის ფრაგმენტი), რომელზედაც გამოსახული იყო „აყვავებული ჯვრის“ კომპოზიცია. მისგან გადარჩენილია ჯვრის ქვედა ნახევარი. ქვედა მკლავის ორივე მხარეს გამოსახულია „ბრიალები“. კომპოზიცია ჩასმულია წნულ ჩარჩოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 136-137