კეხვის ცილინდრული კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეხვის ცილინდრული კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხვში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ცილინდრული კოშკი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია პირველი და მეო-რე სართულის კედლების ქვედა ნაწილები. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია. მისგან გადარჩენილია ქვედა ნაწილი. მოგვიანებით პირველ სართულში მოუნგრევიათ შესასვლელი. თავდაპირველად ეს სართული ყრუ სათავსს წარმოადგენდა. ჩრდილოეთით გააჩნია თაღოვანი კარები, რომლის გვერდით, მეორე სართულზე ამავალი, ჩვიდმეტსაფეხურიანი კიბეა. შიდა სივრცე გადახურულია შეისრული გუმბათით. 1,5 მ-ის სიმაღლეზე კედელში ჩატანებულია 28 გამჭოლი, ირიბი ხვრელი. დარბაზი განათებულია სამი სარკმლით, რომლებიც საკმაოდ ზევითაა კედლებში დატანებული და მათი ღიობები ირიბად ეშვებიან და-რბაზისაკენ. მეორე სართულის კედლები რამდენიმე ადგილას დანგრეულია, სამხრეთ-დასავ-ლეთ ნაწილში კარებია, იქვე პირველ სართულზე ჩამავალი კიბეა. კედლის აღმო-სავლეთ ნაწილში თაღოვანი „თაღჩაა“, ცენტრში სათოფურით. კოშკი ნაშენია მთლიანად რიყის ქვისაგან. ამჟამად ავარიულია, ჩამოდის წყალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 130-131