კეტი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდინარის აუზი

კეტი (სათავეში - დიდი კეტი. რუს. Кеть) — მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარესა და ტომსკის ოლქში, მდინარე ობის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1621 კმ. აუზის ფართობი 94200 კვ.კმ. სათავე აქვს ობ-ენისეის წყალგამყოფ ჭაობებში. მიედინება დასავლეთ ციმბირის ვაკეზე, ქვემოთში იყოფა მრავალ ნაკადად, მდინარე ობს უერთდება ტოგურისა და ნარიმის ტოტებით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 236 კმ-ზე დაახლოებით 502 კუბური მეტრია წმ-ში. წყალდიდობა იცის მაის-აგვისტოში. იყინება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დამდეგს. ყინულძვრაა აპრილის ბოლოს ან მაისის დამდეგს. სანაოსნოა დასახლებულ პუნქტ უსტ-ოზიორნოემდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]