კეტგუტი

კეტგუტი (ინგლ. catgut — სიტყვასიტყვით კატის სიმი) — წვრილფეხა რქოსანი საქონლის ნაწლავებისგან დამზადებული ძაფი: მასალა ქირურგიული ნაკერისათვის. ქირურგიული ოპერაციების დროს იყენებენ შინაგანი ორგანოების გასაკერად და სისხლის ძარღვების გადასაკვანძად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 478.