კემბრიის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კემბრიის მთები
Pumlumon Fawr.jpg
კოორდინატები: 52°25′ ჩ. გ. 3°30′ დ. გ. / 52.417° ჩ. გ. 3.500° დ. გ. / 52.417; -3.500
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ტერიტორიული ერთეული უელსი
უმაღლესი წერტილი პლაინლიმონი
სიმაღლე 752 
სიგრძე 150 კმ
კემბრიის მთები — გაერთიანებული სამეფო
კემბრიის მთები

კემბრიის მთები, უელსის მასივი (ინგლ. Cambrian Mountains) — მთები დიდ ბრიტანეთში, უჭირავს უელსის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 752 მ-მდე (მთა პლაინლიმონი). აგებულია ძირითადად ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. განიერი და ღრმა ხეობებით დაყოფილია ცალკეულ ზეგნებად, რომლებზეც აღმართულია ჭიუხები. მდინარეთა ქსელი ხშირია. ბევრია პატარა ტბა. 400-600 მ-მდე ფართოფოთლოვანი ტყეა, უფრო მაღლა — მანანიანი და ტორფნარი. კემბრიის მთებში აღწერეს პირველად კამბრიული სისტემის ნალექები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]