კელასურის არქიტექტურული კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კელასურის არქიტექტურული კომპლექსი — არქიტექტურული კომპლექსი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ კელასურში. აგებულია XI-XIV საუკუნეებში.

არქიტექტურული კომპლექსის ცენტრში აღმართული იყო დარბაზული ტიპის დიდი ტაძარი. მას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. ტაძარი, როგორც ჩანს, შემკული იყო ფრესკული მოხატულობით.

მთავარი ტაძრის გვერდით მდებარეობს უფრო გვიანი პერიოდის პატარა ეკლესია და სხვა ნაგებობები. კელასურის საეკლესიო კომპლექსი გარშემორტყმული იყო ქვის მასიური გალავნით, რომელსაც დატანებული ჰქონდა დიდი თაღოვანი შესასვლელი.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. სასახლის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]