კანელურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კედელღარი)
ვერტიკალური კანელურები დორიულ სვეტზე

კანელურა, კედელღარი (ფრანგ. cannelure — „ღარი“) — სვეტის ან პილასტრის ტანზე ამოღებული ვერტიკალური ღარაკი, აგრეთვე ჰორიზონტალური ღარაკები იონიური ბაზისის ლილვზე.[1] ერთმანეთისაგან გამოიყოფა ან წამახვილებული ნაწიბურებით (დორიული სვეტი), ანდაც ბრტყელი ზღუდარით (იონიური სვეტი). კანელურები სვეტის ზედაპირზე სინათლისა და ჩრდილის ხაზების თანაშეზომილი განაწილების საშუალებას იძლევა, მისი წყალობით სვეტი უფრო მსუბუქი ხდება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი, ტ. II [დ-ლ], თბ.: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 423.
  2. Эвбея // Словарь античности : Перевод с немецкого. — М.: Прогресс, 1989.