კაშარის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაშარის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
49°02′18″ ჩ. გ. 41°00′04″ ა. გ. / 49.03833° ჩ. გ. 41.00111° ა. გ. / 49.03833; 41.00111
დაარსდა 1969
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Kashary
დირექტორი ანა გორინა
ოფიციალური საიტი http://muzeikashar.ucoz.ru/
Map

კაშარის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Кашарский историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სლობოდა კაშარში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1969 წელს. მისი სრული და ოფიციალური სახელწოდებაა „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება კაშარის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“.

მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, სლობოდა კაშარი, ლენინის ქუჩა № 62.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი გაიხსნა 1969 წლის 27 დეკემბერს რაიონის მუშათა დეპტატაების საბჭოს გადაწყვეტილებით[1]. მუზეუმის შექმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ა. რუდენკომა და ვ. ბირიულინმა. არქივში დაცულია პლაკატი, რომლითაც რაიონის დეპუტატთა საბჭოები თხოვნით მიმართავენ კაშარის რაიონის მოსახლეობას რათა დახმარება გაუწიონ ექსპონატების შეგროვებაში. ეს ექსპონატები იყო: დოკუმენტები, ფოტოები, ძველი წიგნები, გაზეთები, შრომის იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვ.

ამჟამად მუზეუმის ძირითადი ფონდი მოიცავს 1 169 ერთეულ დაცულ ნივთს, მათ შორისაა:

  • მხარეთმცოდნეობითი მასალები სოფლის და კაშარის რაიონის ხუტორების ფორმირების შესახებ.
  • რაიონის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების საგნები.
  • მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რაიონის ოკუპაციისა და საბჭოთა კავშირის გმირების მასალები.
  • ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ადმირალის ივანე კაპიტანეცის მასალები, რომელიც წარმოშობით კაშარის რიონიდან იყო.
  • მასალები სამოქლაქო ომზე.
  • მასალები მეცხოველეობაზე, განათლებაზე, მედიცინაზე.

2009 წლის აპრილიდან მუზეუმი შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2009 წლის 9 მაისიდან მუზეუმი განთავსებულია ახალ შენობაში[2][3].

2016 წელს მუზეუმის 22 ექსპონანტი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილის შემადგენლობაში[4].

მუზეუმის დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვასილი ვასილჩენკო (1979-1980)
  • გენადი კულეშოვი (1981-1986)
  • ალექსანდრე რუდენკო (1987-2001)
  • ნადეჟდა გრიშკოვა (2001-2002)
  • სერგეი სავოსრტიკოვი (2002-2009)
  • ანა გორინა (2009-დან)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Решение исполкома Кашарского района РО № 282 от 17 декабря 1969 года
  2. 27 декабря Кашарский муниципальный Музей истории и краеведения отметил 40-й день рождения.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 2017-04-17.
  3. О районе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-29. ციტირების თარიღი: 2017-04-17.
  4. О включении в состав негосударственной части Музейного фонда Российской Федерации музейных предметов, являющихся собственностью Муниципального образования «Кашарский район». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-04-17.