კატეგორიის განხილვა:გასამართი სტატიები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამართვა არის და სწორი იქნება გასამარი სტატიები თუ გასამართავი? --შოთა [UT] 05:09, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, გასამარია სწორი. გასამართავი ძალიან ხელოვნურად ჟღერს თან გრამატიკულადაც არასწორი მგონია. — G.G. 08:05, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
გასინჯვა — გასასინჯი თუ გასასინჯავი? ჩამოკიდვა — ჩამოსაკიდი თუ ჩამოსაკიდავი? — მიხეილ მიწერა 10:27, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მეტყველებაში შეიძლება ერთი იხმარებოდეს, მაგრამ გრამატიკულად მეორე იყოს სწორი. რომ არ ვიცი, ამიტომ გეკითხებითვიღიმი--შოთა [UT] 11:15, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
http://ena.ge/ — აქტიურად ვიყენებ ხოლმე. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:24, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მაგ საიტის მიხედვით, გასამართა არ არის სწორი, სწორია გასამართავად. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გასამართავი არის სწორი. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:27, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
უი, ვერ მოვძებნე თავიდან სწორად. „გასამართად“ და „გასამართავად“, ორივე სწორი ყოფილა, მაგრამ აქ, მგონი, განსხვავება ისაა, რომ გასამართი შეიძლება იყოს, მაგალითად, ღონისძიება, ხოლო გასამართავი — ის, რაც ცუდად ან არასწორადაა. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:32, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, არ ვიცი ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 11:34, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამართავ-ს (თურმ. გაუმართავს; აწმ. მართავს) გრდმ. 1. გაასწორებს, გაშლის. მავთულს გ. — მკლავი გამართა 2. მოაწესრიგებს, შეაკეთებს. ურემს გ — წისქვილს გ. II გააწყობს, გაამზადებს. ყალიონი გამართა. II ააშენებს და მოაწყობს. ქარხნები გამართეს. 3. მოაწყობს რასმე — ჩაატარებს. საზეიმო სხდომა გამართეს. — სადილი გამართეს. — წარმოდგენა გამართეს. II დაიწყებს, გააჩაღებს. ცეკვა-თამაში გამართეს. შდრ. გაამართვინებს, გაიმართავს, გაუმართავს, გაიმართება, გამართვა, გამართული, გაუმართავი, გამმართველი, გასამართავი.

  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1986), ერთტომეული, ნაკვეთი პირველი (ა-ლ), გვერდი 224

გასამართავ-ი რაც უნდა გამართონ ან გაიმართოს. გასამართავად — გამართვის მიზნით

გადასატანია კატეგორია:გასამართავი სტატიები-ზე--შოთა [UT] 10:00, 12 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
შოთა, მაგ ლექსიკონში სიტყვა გასამართი არ არის? საინტერესო იქნებოდა მისი განმარტება. — G.G. 13:59, 12 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები გიორგის. გასამართი არანაირად არ იქნება შეცდომა. — მიხეილ მიწერა 14:01, 12 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ, გასამართი საერთოდ არ წერია--შოთა [UT] 14:25, 12 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
სხვათა შორის, ლექსიკონში განმარტებულია სიტყვა გასასინჯავი, მხოლოდ ავ გამოყოფილია ზედა-ოთხკუთხა ფრჩხილებით. ამით, ალბათ, მიანიშნეს რომ ავ-ის გარეშეც მართებულია. გამართვის შემთხვევაში ასე არ არის--შოთა [UT] 14:28, 12 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორ მოვიქცე?--შოთა [UT] 12:46, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ორივე სწორია, გასამართიცა და გასამართავიც. მართიდან მოდის ორივე. ლექსიკონში (ქეგლ) ბევრი რამ არ წერია ან არასწორად წერია (მაგ. ოცდამეერთეს ნაცვლად წერია ოცდაპირველი). ქართული მიმღეობისათვის საერთოდ დამახასიათებელია დამახასიათებელია, როცა ზმნისწინი ემატება, მაშინ ბოლოში მარტივდება; თუ ზმნისწინი არ აქვს, მაშინ ბოლოკიდურ ბგერებსაც ინარჩუნებს. მაგალითად: სამართავი, მოსამართი/მოსამართავი, გასამართი/გასამართავი; სახატავი, დასახატი/დასახატავი. ორივე ფორმა აქედან სწორია. გადატანა საჭირო არაა. Deu. 13:26, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, დარჩეს ასე ვიღიმი--შოთა [UT] 13:42, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]