შინაარსზე გადასვლა

კასანდრა კლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასანდრა კლერი
ინგლ. Cassandra Clare

დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1973(1973-07-27)[1] [2] [3] [4] [5] (52 წლის)
დაბადების ადგილი თეირანი[1] [2] [3] [4] [5] [6]
ფსევდონიმი Cassandra Clare
საქმიანობა მწერალი[1] [6] [7] [8] , სცენარისტი[3] [4] , საბავშვო მწერალი[1] [9] , რომანისტი, ჟურნალისტი[9] და კინოპროდიუსერი[3]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[10] [1] [9] [5] [11] [7]
 ირანი[10]
ალმა-მატერი ბერნარდის კოლეჯი
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა
Magnum opus სასიკვდილო იარაღები
მეუღლე Joshua Lewis
საიტი cassandraclare.com

ჯუდიტ ლუისი (ქალიშვილობის გვარი რამლეტი; დ. 27 ივლისი, 1973, ფსევდონიმი კასანდრა კლერი) — ამერიკელი ავტორი, ცნობილია სერიით სასიკვდილო იარაღები.[12][13]

ჯუდიტ რამლეტი დაიბადა ამერიკელი მშობლების ოჯახში, თეირანში. დედა, ელიზაბეთ რამლეტი ბიზნეს სკოლის პროფესორი, ხოლო მამა - რიჩარდ რამლეტი — ავტორია. დედის მხრიდან ბებია მაქს როზენბერგი კინოპროდიუსერი იყო.[14] კლერი ებრაული წარმოშობისაა, თუმცა მის ოჯახს „არარელიგიურს“ უწოდებს.[15][16]

ავტორმა ბავშვობაში შვეიცარიაში, ინგლისსა და საფრანგეთში იმოგზაურა. კლერმა სკოლა ლოს-ანჯელესში დაასრულა, შემდეგ კი კალიფორნიასა და ნიუ-იორკში გასართობი ჟურნალებისთვის მუშაობდა, მათ შორის The Hollywood Reporter-სთვის.[17]

ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას კლერი fan fiction-ის წერა დაიწყო და სწორედ მაშინ აიღო ფსევდონიმი. დრაკოს ტრილოგია ჰარი პოტერის სერიას მიუძღვნა, ხოლო ძალიან საიდლო დღიურებიბეჭდების მბრძანებელს.[18] მისი პირველი რომანის „ძვლების ქალაქი“ გამოქვეყნების შემდეგ ფან-ფიქშენ ნაწარმოებები კლერმა ინტერნეტში წაშალა.

2013 წელს კლერი ქმართან, ჯოშუა ლუისთან და სამ კატასთან ერთად მასაჩუსეტსში, ამჰერსტში გადავიდა საცხოვრებლად.[12][19]

ლანდმონადირეების ქრონიკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასიკვდილო იარაღების კომპანიონი წიგნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლანდმონადირეები და მიწისქვეშელები: სასიკვდილო იარაღების რიდერი (სარა რის ბრენენთან, ჰოლი ბლექთან, რეიჩელ კეინთან და კამი გარსიასთან ერთად) (29 იანვარი, 2013)
  • ლანდმონადირის კოდექსი (ჯოშუა ლუისთან ერთად) (29 ოქტომბერი, 2013)
  • ამბები ლანდმონადირის აკადემიიდან (სარა რის ბრენენთან, მორინ ჯონსონთან და რობინ ვასერმენთან ერთად) (2015; ბეჭდური ვერსია გამოვიდა 2016 წლის 15 ნოემბერს)
  • ცნობილ ლანდმონადირეთა და მიწისქვეშელთა ისტორია (კასანდრა ჯეინის ილუსტრაციებით) (18 თებერვალი, 2016)

სასიკვდილო იარაღების გრაფიკული რომანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასანდრა ჯეინის ნამუშევრები.

  • სასიკვდილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 1 (7 ნოემბერი, 2017)
  • სასიკდვილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 2 (30 ოქტომბერი, 2018)
  • სასიკვდილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 3 (29 ოქტომბერი, 2019)

სასიკვდილო იარაღების გასაფერადებელი წიგნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სასიკვდილო იარაღების ოფიციალური გასაფერადებელი წიგნი (ილუსტრირებულია კასანდრა ჯეინის მიერ) (25 აპრილი, 2017)

ჯოჯოხეთური მექანიზმების გრაფიკული რომანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიქიაგ ბეკის ნამუშევრები.

  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური ანგელოზი, ტომი 1 (10 ოქტომბერი, 2012)
  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური პრინცი, ტომი 2 (30 სექტემბერი, 2013)
  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური პრინცესა, ტომი 3 (22 ივლისი, 2014)
  • ბეინის ქრონიკები (სარა რის ბრენენთან და მორის ჯონსონთან ერთად) (2013-2014; ბეჭდული ვერსია გამოიცა 2014 წლის 11 ნოემბერს)
  • ქალბატონი შუაღამე (8 მარტი, 2016)
  • ლანდთა ლორდი (23 მაისი, 2017)
  • ჰაერისა და სიბნელის დედოფალი (4 დეკემბერი, 2018)

უკანასკნელი საათები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოქროს ჯაჭვი (3 მარტი, 2020)
  • რკინის ჯაჭვი (დაგეგმილია 2021 წლისთვის)
  • ეკალთა ჯაჭვი (დაგეგმილია 2022 წლისთვის)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #133854140 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 1 2 3 4 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. 1 2 3 filmportal.de — 2005.
  5. 1 2 3 Babelio — 2007.
  6. 1 2 Libraries Australia Authorities
  7. 1 2 OpenData BNP
  8. http://mak.bn.org.pl/cgi-bin/KHW/makwww.exe?BM=01&IM=04&NU=01&WI=A24315801
  9. 1 2 3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. 1 2 Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  11. CONOR.SI
  12. 1 2 Alter, Alexandra (June 15, 2012). „The New Queen of Fantasy: Cassandra Clare's Breakout“. The Wall Street Journal. p. D2. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2015.
  13. „Best Sellers : Children's Books“. The New York Times. April 22, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2013.
  14. Reed, Christopher. (June 22, 2004) Obituary: Max Rosenberg en. ციტირების თარიღი: June 26, 2018
  15. Clare, Cassandara. (February 27, 2011) The first chapter of City of Fallen Angels (and POV).
  16. Kids' Q&A Cassandra Clare. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 15, 2012.
  17. Author's bio at Sony.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2011.
  18. The Times article on The Draco Trilogy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2012. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020.
  19. Cassandra Clare & Joshua Lewis Pen The Shadowhunters Codex. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 4, 2013.