კარპაკი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კარპაკი — II-III საუკუნეების ქართლის მაღალ მოხელე-დიდებულთა წრის წარმომადგენელი ქალი. იხსენიება არმაზისხევის პიტიახშთა (ერისთავთა) სამაროვანში აღმოჩენილ ოქროს ბალთის თვალზე ქალ-ვაჟის გამოსახეულების გარშემო გაკეთებულ წარწერაში, რომელიც იკითხება ასე: „ჯავახი სიცოცხლეა ჩემი — კარპაკი“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 414, თბ., 1980