კარნეგის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარნეგის ტბა
ტბის კოსმოსური გამოსახულება, 1999 წელი
ტბის კოსმოსური გამოსახულება, 1999 წელი
კოორდინატები: 26°10′ ს. გ. 122°30′ ა. გ. / 26.167° ს. გ. 122.500° ა. გ. / -26.167; 122.500
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული დასავლეთი ავსტრალია
სიმაღლე ზღვის დონიდან 439 
სიგრძე 100 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 5714 კმ²
კარნეგის ტბა — ავსტრალია
კარნეგის ტბა
კარნეგის ტბა — დასავლეთი ავსტრალია
კარნეგის ტბა

კარნეგის ტბა (ინგლ. Lake Carnegie) — დიდი შრობადი ტბა ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიაში. გაწოლილია დასავლეთ ავსტრალიის ზეგანზე, ზღვის დონიდან 439 მ სიმაღლეზე. ტბის სიგრძეა დაახლოებით 100 კმ, ხოლო უდიდესი სიგანე 30 კმ. ზედაპირის ფართობი დაახლოებით 5714 კმ².[1] მდებარეობს ქალაქ უილუნის აღმოსავლეთით, პატარა ქვიშიანი უდაბნოს სამხრეთ კიდესა და გიბსონის უდაბნოს საზღვარზე. სამხრეთ-აღმოსავლეთითაა ვიქტორიას დიდი უდაბნო და აქვეა დიდი ცენტრალური გზა. უმეტესწილად გარშემორტყმულია უდაბნო ლანდშაფტით.[2] წყლით ივსება მხოლოდ უხვი ნალექების დროს. გვალვიან პერიოდში ტბა ტალახიანი მარში ხდება. სამხრეთ-აღმოსავლეთითაა უელსის ტბა. სახელი ეწოდა ავსტრალიელი მოგზაურის დეივიდ კარნეგის პატივსაცემად, რომელიც ამ ადგილებს 1890-იან წლებში სწავლობდა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Largest Lake in Australia
  2. Beard, J.S. The Natural Regions of the Deserts of Western Australia (англ.). — 1969. — P. 677—711.
  3. Through WA Deserts. Kalgoorlie Western Argus