კარლო გამბინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო გამბინო

კარლო გამბინო (24 აგვისტო, 1902 - 15 ოქტომბერი, 1976) — ნიუ-იორკის მაფიის ბოსი, წარმოშობით პალერმოდან, სიცილია. გამბინოს დანაშაულებრივი ოჯახის ბოსი (1957-1976) წლებში. მისი წინაპრების ოჯახი ე. წ. „ღირსეულთა საზოგადოები“ს წევრად ითვლებოდა იტალიაში. ბენიტო მუსოლინის მიერ იტალიიდან მაფიოზთა განდევნის შემდეგ, ერთ-ერთი ამერიკელი-იტალიელი, რომელმაც ყველაზე უკეთ ისარგებლა ახალი, კარგად-ორგანიზებული მაფიით სწორედ კარლო გამბინო იყო. საზოგადოებისთვის სამსახურს მისი წევრების დავალებით მკვლელობების განხორციელებით იწყებს 1921 წლიდან, ხოლო 19 წლის ასაკში საზოგადოების „მიღებული წევრი“ გახდა. 1957 წლის აპალაჩის შეხვედრის შემდეგ, როდესაც ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ აპალაჩიში თავი მოიყარა აშშ-ის იტალიური მაფიის ასობით წევრმა, კარლო გამბინო აშშ-ში იმდროისთვის ყველაზე დიდი გავლენის მქონე პირად გადაიქცა. 1937 წელს გამბინო გადასახადების დამალვისთვის დააპატიმრეს, თუმცა მალე საქმეზე ძიება შეწყდა და იგი გაათავისუფლეს. კარლო გამბინო 1976 წლის 15 ოქტომბერს, მასაპეკუაში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გამბინოს ოჯახის მემკვიდრედ და ახალ ბოსად კი თავისი ბიძაშვილი პოლ კასტელანო დაასახელა, რამაც შემდგომში ოჯახში დიდი არეულობა და სისხლისღვრა გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]